x
image
თეა კუჭავა
სიახლოვის მიზნები სასიყვარულო ურთიერთობებში

image როდესაც ზოგი ადამიანი სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს, მისი უმთავრესი მიზანია სიახლოვის შექმნა-მათ სურთ, აღმოჩნდნენ ისეთ გარემოში, სადაც შეძლებენ ურთიერთდამოკიდებულების გამოვლენას და თვითგახსნას;სხვა ადამიანები კი დაინტერესებული არიან იმით, რომ ჰქონდეთ ურთიერთობები, მაგრამ მათთვის ეს ურთიერთობები სასურველი მოქმედებებისკენ(მაგლითად წვეულებებისკენ, სექსუალური ურთიერთობებისკენ)მიმავალ გზას უფრო წარმოადგენს, ვიდრე სიახლოვისკენ. სიახლოვის მიზნის სიძლიერეში ამ განსხვავებების შესაფასებლად მკვლევარებმა სთხოვეს 60 სტუდენტს ეპასუხათ ისეთი დებულებებისთვის როგორიცაა:
“სასიყვარულო ურთიერთობაში ვცდილობ ჩემი ყველაზე სიღრმისეული აზრებისა და გრძნობების გაზიარებას", სტუდენტებმა ისეთი ფაქტები აღნიშნეს, როგორიცაა, მაგალითად, დრო, რომელსაც ისინი რეალურად ატარებდნენ თავის პარტნიორენთან განსხვავებულ სიტუაციებში, ისევე, როგორც საკუთარი დაკმაყოფილება ურთიერთობით. მონაცემებმა ნათელი სურათი აჩვენა: იმ ადამიანების დაკმაყოფილება ურთიერთობებისგან, რომლებსაც უფრო ძლიერი სიახლოვის მიზნები ჰქონდათ, ნაკლებად იყო დამოკიდებული
იმ დროის ხანგრძლივობაზე, რომლის გატარებაც მათ რეალურად შეეძლოთ თავის პარტნიორებთან. მათი შეფასება ურთიერთობებისგან მიღებული დაკმაყოფილებისა შედარებით მაღალი იყო, მიუხედავათ იმისა, ბევრ დროს ატარებდნენ ისინი ერთად თუ ცოტას. შედარებისთვის, უფრო სუსტი სიახლოვის მიზნების მქონე ინდივიდების დაკმაყოფილება ურთიერთობებისგან შედარებით დაბალი იყო, როდესაც ისინი ცოტა დროს ატარებდენ პარტნიორებთან.




0
298
10-ს მოსწონს
ავტორი:თეა კუჭავა
თეა კუჭავა
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0