x
რა არის გამოგონება?

"გამოგონება"ლათინური სიტყვაა და "პოვნას" ან "შემთხვევით პოვნას" ნიშნავს.გამოგონება განსხვავდება აღმოჩენისგან. აღმოჩენა უკვე არსებულის გამოაშკარავებაა, გამოგონება კი სრულიად ახლის, მანამდე არარსებულის შექმნას ნიშნავს.შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ცხოვრება ნათურის ან სარეცხი მანქანის გარეშე? მაშინ მოგვიხდებოდა კითხვა სანთლის შუქზე და ყოველღამე ჩვენი ტანსაცმლის ხელით რეცხვა. ეს საგნები არ არსებობდა, ისინი ვინმეს უნდა გამოეგონა. გამოგონებებს შეუძლიათ მსოფლიოს შეცვლა მოულოდნელად და თითქმის მყისიერად ისე, როგორც ეს მოახდინა ინტერნეტმა. ზოგი გამოგონების განხორციელებას საუკუნეები დასჭირდა: მაგალითად, წყალქვეშა ნავი 1620 წელს გამოიგონეს, პრაქტიკულად კი მხოლოდ 1900 წელს ააგეს. მიმოიხედეთ ირგვლივ და თავად განსაჯეთ, რამდენ საგანს ვიყენებთ ყოველდღიურად, რასაც გამოგონება დასჭირდა.


0
154
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიაზი1234
ნიაზი1234
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0