ასტროლოგია მეცნიერები რუსეთის მეტეორის კვალდაკვალ 2013, 26 თებერვალი, 20:33
კოლუმბიელი მეცნიერები პიქრობენ, რომ "ჩელიაბინსკის მეტეორი" იმ გიგანტური მეტეორის ნამტვრევი იყო, რომელმაც თვის დასაწყისში ჩაუფრინა დედამიწას. სწორედ ამიტომ მეცნიერებს არ გამოუთვლიათ ჩელიაბინსკის მეტეორის ტრაექტორია.
გავრცელდა ათასობით ვიდეო ამ მოვლენასთან დაკავშირებით. გამოკვლევების თანახმად მეტეორის "უკან მობრუნების" შემთხვევაში იგი გადაკვეთს დედამიწის ორბიტას. სწორედ ამის გამო ექმნება დედამიწას მასთან დაჯახების საფრთხე. ეს მეტეორი სავარაუდოდ მარსსა და იუპიტერს შორის მოქცეული ასტეროიდების სარტყელიდანაა. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ცნობების თანახმად ამ სარტყელში 4800-ზე მეტი მოზრდილი მეტეორია დაფიქსირებული.
როგორც BBC იუწყება, კოლუმბიელმა მკვლევარებმა გამოიკვლიეს მობილური ტელეფონებიდან, მანქანის სათვალთვალო კამერებიდან და საგზაო კამერებიდან კადრები. ისინი შეიცავდა ზუსტ ინფორმაციას მომხდარის დროზე:
"გამოყენებული კადრებით შეძლეს გამოეთვალათ სიმაღლე, სიჩქარე და პოზიცია, რომლითაც მეტეორი დაეცა დედამიწას. მათ შეძლეს რეკონსტუქცია გაეკეთებინათ მეტეორის თავდაპირველი ორბიტისა ექვსი სხვადასხვა თვისების საშუალებით, რომელიც აღმოაჩინეს მისი დედამიწის ატმოსფეროში მოძრაობისას. ვიდეოებში საკმაოდ მკაფიოდ ჩანს მისი ჩამოვარდნის ფაქტი." მონაცემების პროგრამულად დამუშავებაში ჩართული იყო ა.შ.შ.-ს საზღვაო ოფსერვატორიის (U.S. Naval Observatory) მთელი ჯგუფი. ადრეული გამოთვლებით ჩელიაბინსკის მეტეორის ზომა 10000 ტონაზე მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით NASA-ს განცხადების თანახმად იგი 7000-10000 ტონამდე ფარგლებში იყო. მისი დაჯახებისას გამოყოფილი ენერგია კი იყო 500 kilotons, ანუ 30-ჯერ უფრო მძლავი, ვიდრე მეორე ომის დროს ჰიროსიმაში ჩამოვარდნილი ატომური ბომბი. 54 10-ს მოსწონს
|