x
,,მგელი''
კარგი არაფერი აღწერდა ამ პეიზჟს. მხოლოდ სიტყვები: კუპრი, მუგუზალი, წყვდიადი...

შუა ზამთარი იყო. მგლისაგან შეშინებულია არავინ დაიარებოდა იმქვეყნად. მითუმეტეს, კი იმ ქვეყნიერების დაბურულ ტყეებში. კურდღლის თვალებიც უკრთოდა მშობლიურ არე-მარეს. ამიტომ არაფერი იყო იქ, სიტყვა “ედემის’’ გამომხატველი.

გარემოსთვის თეთრი, ფაფუკი თოვლი ეანდერძა დედაბუნებას. მტაცებლების ყმუილი აზანზარებდა ხეებზე მოკალათებულ თოვლს და ქვევითკენ მოაქანებდა.

გამბედავად მაგრამ თითქოს მოათრევდაო ოთხ ფეხს მგელი, გაუმაგრებელ თოვლში ღრმად ეფლობოდა, უფარავდა კიდურებს ეს აშკარა მაუწყებელი ზამთრისა. თვალები მძვინვარედ, მრისხანედ უელავდა. ეტყობოდა არაფერს დაინდობდა წინ შემხვედრს. სიბრალულის ნაპერწკალიც არსად იყო მიჩქმალული მის თვალებში. არც თვითონ ელოდა ვინმეს შეწყალებას. არ აქცევდა ყურადძებას სუსხს, რომელიც აქეთ-იქიდან ატანდა მის გამსლიკულ, ლანდივით სხეულს. ჩვეული იყო ბუნების ასეთ ყოველწლიურ განაჩენს. ძალზედ მოქნილი იყო. დათოვლილ ხეებს შორის ისე გაძვრა არც შეხებია. ამას კვლავ ადასტურებდა დაზვავებული თოვლი ხის ტოტზე. ნაკვერცხალივით ღვიოდა და ვარვარებდა მის თვალებში შიმშილი. ხორც მონატრებული კბილს თოვლს გაჰკრავდა, მაგრამ მაინც უკმაყოფილების გრზნობა წრიალებდა მასში.


მთის ფერდობს ზანტად შეუყვა. აიარა, გადასერა და ერთი მთის წვერზე მოექცა, საიდანაც დიდი ტერიტორია მოსჩანდა. შორეული სოფლების საკვამურებიდან ბღუჯა-ბღუჯად ამომავალი კვამლი გაირჩეოდა. ჩალუსკუმებულ სივრცეს ჩააშტერდა, ცას აჰხედა, უფლისგან მოელოდა კარგ, მსუყე ხორცის ნაჭერს... რაკი წადილი ვერ აისრულდა უბადრუკმა ერთი გვარიანად შეჰყმუვლა . უკან დაბრუნდა, გაჰყვა თავის ბილიკს და მიმართულება მალევე იცვალა. ხევისკენ აიღო გეზი. ხევში ჩავიდა თუ არა მყისვე მის აღმართს აჰყვა. ავიდა რა, მაშინვე აგურის სახლი აღიმართა მის წინ. ხორცის სუნი ეცა. აიჭრა. ჟღალი, მწითური ბალანი აუდგა ყალყზე. ორი ოდას წინ ერთი ბოსელი ამოეღო მიზანში. იქამდე მიიპარა. ყნოსვასთან ერთად გულის ცემაც უძლიერდებოდა. შეჩერდა, მიაყურადა. ფეხი აითრი თუ არა იქაურობა ხმაურმა მოიცვა. ყოველი მხრიდან კაცთა ღრიანცელი ისმოდა. ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა, გაგცევაღა მოისაზრა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მყისვე თოფებმიმიზნებულ ალყაში მოექცა. ერთ უსუსურ არსებად ჩანდა აქ ცხოველი, რომელის დანახვაც ყველას თავზარს სცემს. დაბნეული თვალები მიეშტერებინა უცნობებისთვის, რომლებიც მოულდნელად თავს წასდგომოდნენ.

სიჩუმე ბოხმა და ხრინწიანმა ხმამ დაარღვია.

-ეი რას უყურებ?! ისროლე ჰაა. ის ვინ ყეყეჩობდა წინა წელს დათვი მოვკალიო? მგელი ვერ მოგიკლავს რაის დათვი? შენს ფარას წასდგომია, ჩემსას კი არა.

-ოოო, ხოო, მოიცა ვესვრი... კარგად დავუმიზნო. მაინც ვერსად გაიქცევა. სულს ამოვხდი. შარშან ამისთანამ რვა ბოცვერი შემიჭამა.

დამბაჩა დაუმიზნა, ჩახმახს გამოჰკრა ხელი, ტყვია მყისვე გავარდა, მაგრამ არა მგლის მიმართულებით. ცამ შთანთქა პატარა ბურთულა.

- რას შვები? გაგიჟდი? ისე ამიკარი თითქოს შენი ოჯახის წევრს ვკლავ მეც რაა. გააჩერე ხელები თორემ მომდევნო შენ დაგეძგერება.

- მოიცა ეჰეეეი, მოიცა! გენიალური აზრი მაქვს. ხომ არ გავიწყდებათ რომ ჩვენ გლეხები ვართ? შემოსავალი იმდენი რა გვაქვს? როდემდე ვჭამოთ ეს ხმიადები? შეხე რა ჟღალი მწითურია. კარგ გასამრჯელოს მივიღებთ ამ მგლის ბეწვში. ახლა შეღამდება, ხვალ მივხედოთ ამას.

ტაში შემოჰკრა იდეის ავტორმა.

-ჰაა კარგი, აგრე იყოს. მანამდე რაღა ვუყოთ? ასე ხომ ვერ დავტოვებთ? ხომ გაიქცა?

-აქ დავტოვებთ! ივაა-გასძახა ბიჭს. ის სქელი ჯაჭვი მოიტა, თელა რომ იყო დაბმული.

ბიჭმა მკვირცხლ შეასწულა ბრძანება.

-აი ამ ჯაჭვით ამ ღობეს მივაბამთ, გეყურება? ხვალ კი მოვუვლით. კისრით არ მივაბამ, ამბობენ ძლიერიაო.

საქმე როგორც კი მოათავეს მუჯლუგუნი ჰკრეს და სახლებში გაიკრიფნენ.

შუა ღამე დამდგარიყო. ბუების დუდუნი რიტმულად ჰყვებოდა ჭოტებისას. ვეება მთვარეს არ დაჰვიწყებოდა თავის მოვალეობა. მგელი მოუსვენრად ექაჩებოდა ჯაჭვს და თავის დასახსნელად ღონეს არ იშურებდა. მანძილს გახედა ტყიდან ბოსლამდე, მოკლე იყო. ინსტიქტი უძლიერდებოდა თავის დახსნისა, მგლური პროტოკოლი თავს ახსენებდა და უღრანისაკენ იხმობდა. ფეხი ჰაერში დაჰკიდებოდა. უკან მიიწია და მიწაზე დადგა. თვალები მარცხენა ფეხს მოავლო, კარგა ხანს ილოკა, შემდეგ კვლავ ცას აჰხედა, ამჯერადაც მოელოდა ხსნას, მაგრამ ამაოდ. იმედგაცრუებული დაეძგერა ფეხს. გრძნობდა როგორ კმაყოფილდებოდა მისი კუჭი, ხოლო ხორცი როგორ მწარდებოდა. რამოდენიმე წუთის შემდეგ აღარც ჯაჭვით იყო ძაღლივით მიბმული და აღარც ფეხი ჰქონდა. დრუნჩი სისხლით მოთხუპნვოდა და პირს გემრიელად იტკბარუნებდა. შემდეგ რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოკურცხლა. სამი ფეხით ვერ დარბოდა ჩვეულ სისხარტით. ტკივილი აგიჟებდა, მაგრამ იმის განცდა გაცილებით საამო იყო მისთვის, რომ კვლავ თავისუფლებას შთაენთქა. ნაბიჯს უკლო. ერთი ნაძვის ქვეშ შეძვრა. აღარაფერზე ფიქრობდა. დაწვა და ცივი კუდი ცხვირზე დაიდო. გრძნობდა როგორ ეპარებოდა რაღაც, რაც აქამდე არასდროს შეჰპარვოდა. რა იცოდა, რას უმზადებდა წუთისოფელი. წკავწკავებდა, შემდეგ ნელ-ნელა მიყუჩდა.

არ ვიცოდი ხვდებოდა თუ არა რომ ცხოვრებამ სამარცხვინოდ დასცინა. მე მგლის თვალებიდან ვიცქირებოდი, აქ ცხოვრების მიუხედავად. საშინლად უიღბლობა ეწერა საწყალს. მისმა უსიცოცხლო, დაბუჭულმა თვალებმა უფლება არ მომცა მოთხორბის გაგრძელებისა.

0
16
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მარიამი
მარიამი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0