x
image
ბუმბულა
Mediator image
ბუნების საოცრებები ...

ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ ძალიან ლამაზი ადგილები და ბუნების საოცრებები ...

1) ''ჩრდილოეთის ციალი"

ცისარტყელა და მზის ჩასვლა ყველას უნახავს, მაგრამ ცოტა ვინმე თუ შესწრებულა განსაცვიფრებელ ნათებას, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების მახლობლად ჩნდება. კაშკაშა ფერების ელვარება გამოწვეულია გამოსხივებით, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც მზის სხივებს მაგნიტული პოლუსები იზიდავს. ატმოსფეროს დაბინძურების გამო უკანასკნელ წლებში ჩრდილოეთის ციალის ნახვა მხოლოდ დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთში შეიძლება.

სურათიimage

2) ''ნიაგარის ჩანჩქერი''

კანადასა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებთან მდებარე ამ საოცარი ჩანჩქერის სახელი ადგილობრივ მკვიდრთა ენაზე "მგრგვინავ წყალს" ნიშნავს. ამ ადგილას მდინარე ნიაგარა წუთში იმდენ წყალს ატარებს, რომ 150 ოლიმპიური საცურაო აუზის გავსება შეიძლება. გოუთის კუნძულები წყლის დინებას კანადურ და უფრო მცირე ამერიკულ ჩანჩქერებად ჰყოფს. ეს ჩანჩქერები ტურისტებსა და თავგადასავლების მოყვარულებს იზიდავს: პირველად ჩანჩქერი 1859 წელს გადაკვეთა თოკზე მოსიარულე ჩარლზ ბლონდელმა.


სურათი
image

3) "ულურუ"

ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე ულურუ მსოფლიოში უდიდესი კლდოვანი წარმონაქმნია, რომელიც წვიმის წყლის ნაკადებითაა დაღარული და გამოქვაბულებით დაფარული. მისი სიგრძე 3, 6 კილომეტრია, სიგანე კი 2 კილომეტრი. დღისით ის ფერს იცვლის იმის მიხედვით, თუ რომელი მინერალები ირეკლავს მზის სხივებს, და განსაკუთრებით ლამაზი სანახავია მზის ჩასვლისას. ულურუ წმინდა ადგილია ადგილობრივ მკვიდრთათვის, რომელთა ნახატებით გამოქვაბულებია მორთული.
ულურუს გლუვი კედლების სიმაღლე 348 მეტრს აღწევს. მზის ჩასვლისას კლდეს მოწითალო ნარინჯისფერი დაჰკრავს, რითაც გიგანტურ ნაკვერჩხალს ემსგავსება.

სურათი
image

4) "დიდი ბარიერული რიფი"

ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი მსოფლიოში უდიდესი მარჯნის რიფი და ამავე დროს, უდიდესი ბიოლლოგიური სტრუქტურაა. ის ქუინსლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს და სიგრძეში 2000 კილომეტრს აღწევს.
ბარიერული რიფი 2900 ცალკეულ რიფს, 300 პატარა კუნძულს და 210 კუნძულს შეიცავს და 400 სახის მარჟნისგან შედგება. რიფი მილიონობით წლების განმავლობაში შენდებოდა მარჯნის პოლიპებად წოდებული ზღვის არსებების ჩონჩხებისგან. მარჯანი მხოლოდ 22°С_ზე თბილ, სუფთა, ჟანგბადით მდიდარ მეჩხერ წყალში იზრდება, სადაც მზის სხივები უპრობლემოდ აღწევს.

სურ:N1
image

სურ:N2
image

იმედია მოგეწონათ სტატია..
მადლობა ყურადღებისთვის !

1
967
6-ს მოსწონს
ავტორი:ბუმბულა
ბუმბულა
Mediator image
967
  
2013, 17 თებერვალი, 17:57
ძალიან კარგია )))
0 1 1