x
image
აბრაგი
"უაზრო ცხოვრებამ დამღალა"

"imageაქ შევეცდები დავწერო ერთი სევდიანი გოგოს ისტორია.... " მოწყენილობისგან რა გავაკეთო აღარ ვიცი, მგონი ბებია უფრო შინაარსიანად ატარებს დღეებს, ვიდრე მე. 14 წლის გოგონა. ყოველდღე ერთი და იმავე საქმის გაკეთება მიწევს. სახლიდან სკოლაში მივდივარ როცა ვბრუნდები, ცოტახანში ისევ მივდივარ ან მუსიკალურ სკოლაში, ან უცხო ენების მასწავლებელთან, მომბეზრდა ერთი და იმავე ადამიანების ყურება. "მარშუტკაშიც" კი ერთსა და იმავე ხალხს ვხვდები. მძღოლები, მუსიკები და ლაპარაკიც კი ერთნაირად მოსაბეზრებელია. საინტერესო სახეებს ვერ ვხედავ.

სულ მიკვირს ჩემი თანატოლების, როცა ყვებიან, დრო როგორ გაატარეს. როგორ გაერთნენ, ყოვეთვის კარგ ხასიათზე არიან. ვერ ვხვდები, ისინი ამას როგორ ახერხებენ. ამ უაზრო ცხოვრებამ დამღალა, ყველაფერი მწყინდება, ძალიან მინდა, რომ შევცვალო მაგრამ ვერ ვხვდები ეს როგორ მოვახერხო.

0
120
2-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0