x
image
ნინიკ
კექსი ნიგვზით

imageმასალა:

  • 200 გ ნიგოზი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 250 გ კარაქი
  • 250 გ თაფლი
  • 2 პაკეტი ვანილიანი შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 პაკეტი გამაფხვიერებელი
  • 100 გ პორტვეინი (თეთრი)
  • 150 გ რძიანი შოკოლადი
  • 2 ს/კ მსხვილად დაჭრილი ფუსტუღი

გააცხელეთ ღუმელი. მოსართავად გადაინახეთ 5 ცალი მთლიანი ნიგოზი, ხოლო დანარჩენი – დაფქვით. დარბილებული კარაქი თქვიფეთ მიქსერით და თანდათან შეურიეთ კვერცხი, თაფლი და ვანილი. შეაზილეთ ფქვილი, დაფქული ნიგოზი, ჩაასხით პორტვეინი და მოზილეთ ცომი.

მოგრძო, სწორკუთხა, მაღალკიდეებიან ყალიბს წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ საფანელი, ჩადეთ შიგ ცომი, გაასწორეთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 75 წუთით შედგით. ზედაპირი რომ არ დაეწვას, 45-60 წუთის შემდეგ დააფარეთ ფოლგა.

მზა კექსი გადმოიღეთ ცხაურზე და დააცადეთ გაცივება. შოკოლადი გაალღვეთ წყლის აბაზანაში და ოდნავ შეგრილებული მოასხით კექსს. მორთეთ დაჭრილი ნიგვზის ლებნებითა და ფუსტუღით.

0
1520
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
1520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0