x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რას ნიშნავს ინი და იანი

image ვინ არ იცნობს ამ ცნობილ სიმბოლოს, თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი მნიშვნელობა.
თანახმად ძველ ჩინური წარმოდგენისა, სამყაროში არსებობენ ერთმანეთისგან განუყოფელი საპირისპირო ძალები: ინ - წყვდიადი, ქალური, უარყოფითი; იან - ნათელი, კაცური, დადებითი. ინი და იანი ყოველი არსის ცვალებადობისა და განვითარების შემოქმედებითი საწყისებია. ძველჩინური წარმოდგენით, ეს ძალები არის ქაოსის თვისება, რომელიც არსებობდა სამყაროს შექმნამდე.
მათი მეოხებით ქაოსი იყოფა ორ ნაწილად: დადებითი ნაწილაკების მასად იან-ცი და უარყოფითი ნაწილაკების მასად - ინ-ცი. შედედების პროცესში იან-ცის მსუბუქი ნაწილაკები ზევით მიილტვიან, ხოლო ან-ცის მძიმე ნაწილკები - ქვევით ეშვებიან.
"ცის" ცნებაში ჩინური წარმოდგენა გულისხმობს არა მხოლოდ მატერიალურ სუბსტანციას, არამედ სულიერ საწყის ელემენტებსაც. ეს არის სამყაროს სული, რაც არ ექვემდებარება გრძნობებს, თუმცა ამასთან იგი მატერიალურიცაა. იგია ქაოსი, ხოლო მასში წესრიგი შეაქვს დაოს. ამრიგად, როცა არაცხადიური მასა "ცი" გაიყო, ნათელ ნაწილაკ იან - ისგან წარმოიქმნა ცა, ხოლო დაბინდული ნაწილაკ ინ - ისგან მიწა.
ცისა და მიწის წარმოშობის შემდეგ ისინი ასხივებენ თავთავიანთ შესაბამის "ცის". ცა ასხივებს დადებით ნაწილაკებს - იან-ცის, ხოლო მიწა უარყოფით ნაწილაკებს ინ-ცის. მათი ურთიერთ ქმედებით წარმოიშობა სიცოცხლე, ადამიანი და ყოველი არსი.

0
8241
14-ს მოსწონს
ავტორი:შაკო-დემე
შაკო-დემე
8241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0