სხვა ღეროვანი უჯრედები და ადამიანის კლონირება 2013, 5 თებერვალი, 3:03 ![]() ღმერთო, რა ჯობს თუ ამ საშინელებებს "მოერევა" ადამიანი, მაგრამ ახლა ამ საკითხის მეორე მხარესაც შევხედოთ. ![]() ამას ვინ ჩივის და მივდივართ ადამიანის კლონირებამდე. ![]() აბა, ვინ იცნობს დოლის? დიახ, ეს პირველი კლონირებული სულიერია, დედალი ცხვარი. მან ექვსი წელი იცოცხლა. ვითომც არაფერიო, მაგრამ ბოლოს ისეთი დაავადებით დაიღუპა, რომელიც შეიძლებოდა მხოლოდ მოზრდილ ცხვარს ჰქონოდა, თითქოს მისი უჯრედები უფრო სწრაფად განვითარდნენ, ვიდრე ჩვეულებრივებისა. გარდა ამისა, ეს რელიგიასთან ვერ თანხმდება. მართმადიდებლური ეკლესიის სწავლებით "ადამიანთა სულები არსებობას იღებენ შესაქმის შედეგად", ვინაიდან უფალი ამბობს: "ინაყოფიერეთ და გამრავლდით". რა გამოდის? ერთ დღეს მეცნიერი გაიღვიძებს კარგ ხასიათზე, წავა ლაბორატორიაში, სრულიად შემთხვევით გააკეთებს თავის მსგავს არსებას, ანუ კაცი იმდენად წინ მიდის, რომ უკვე იწყებს "სხვა კაცების" შექმნას. საბოლოო ჯამში იღებს იმ ფუნქციას, რომელიც როგორც წესი, აქამდე ღმერთს მიეწერებოდა. ცხოვრება უფროდაუფრო საინტერესო ხდება... 247 1-ს მოსწონს
|