სხვა მათთვის ვისაც მწერლობა უყვარს, ახალგაზრდა მწერალი ბოიკა(თორნიკე) ნავროზაშვილი 2013, 2 თებერვალი, 0:00 ასე გვაცნობს საკუთარ თავს თორნიკე ნავროზაშვილი:“მე თორნიკე ნავროზაშვილი, დავიბადე 1993წლის 24 მაისს.არაერთი საინტერესო ლექსი და მოთხრობა მაქვს.უკვე დაწყებულია წიგნად გამოცემა ჩემი მოთხრობებისა, თუ ლექსებისა.როგორც სხვა მწერლები ამბობენ:ძალიან საინტერესო ნამუშევრებს ვქმნი...შევეცდები თქვენც განახოთ".
თორნიკე ნამდვილად საინტერესო ნამუშევრებს ქმნის.უკვე დიდი პროგრესია, რომ ამ ასაკში მან გაბედა და სერიოზულ საქმეს შეჭიდა ხელი.საკმაოდ რთულია შექმნა ნამუშევარი და ამით დიდი მასის ყურადღება მიიპყრო. ეს მხოლოდ იმ ნიჭს შეუძლია, რომელიც განსაკუთრებული, გამორჩეული ხალხის ხვედირა.აქვე შემოგთავაზებთ თორნიკეს რამოდენიმე ნამუშევარს, რომ მოგეცეთ საშუალება გაეცნოთ და შეაფასოთ მისი ნიჭი. მისი შემოქმედება:
...
ისევ მერამდენე ღამე.
შენზე ფიქრებში ამოვა მთვარე. აღარ მასვენებს შენზე ფიქრები. ხანდახან ღამე ძლიერ მინდები. ყოველი ღამე ტკივილით სავსე. მე ყოველ ღამეს უშენოდ ვათევ. ისევ ოცნება ცრემლებით საცსე მე ყოველ ღამეს უშენოდ ვათევ. ისევ ოცნება ცრემლებით სავსე მე უშენობა ცხოვრებას მართმევს.. და ყოველ ღამეს იმედით ვათევ. მე ყოველი დღის იმედით ვცხოვრობ. გული შენ გნატრობს, იქნებ კვლავ გნახო, იქნებ გავბედო შენამდე მოსვლა, იქნებ გავბედო სიმართლე გითხრა. მე კვლავაც დამტანჯავს შენზე ფიქრები. და ყოველ ღამეს ასე ვიქნები... შენს ლამაზ სხეულს თვალს ავარიდებ. თავ ჩაღუნული ჩაგივლი გვერძე. გული დაიწყებს უმალვე ცემას. ჩემს ყურადღებას მხოლოდ შენ იპყრობ. და ჩემი გული მხოლოდ შენია, მე სიყვარულის კვლავ მეშინია, ჩემი ოცნება მხოლოდ შენზეა, და ეს სიტყვებიც მხოლოდ შენზეა, შენთან ყოფნისას ვერავის ვამჩნევ. არავინ არის თითქოს შენს გარდა. მე ისევ მახსოვს... როდესაც პირველად გნახე. ..... შენი სახელი მარად ნათელი გულში ანთია როგორც სანთელი ის სნეულების განმკურვნელია, და სიყვარულის კი მომასწავებელი, გულში ამოვჭერ ეგ ასოები, გარს შემოვარტყი ბროლი მთვარისა, რათა ვტუქსავდე, და ვიმეორებდე, თუ როგორ მიყვარხარ ჩემო ფერია. ეს არის პატარა მწერლის დიდი შემოქმედების მცირე ნაწყვეტი.ეტაპობრივად უამრავ ლექსს და მოთხრობას შემოგთავაზებთ, რომ თვალი ადევნოთ ნიჭიერი მწერლის დაბადებას. 237 3-ს მოსწონს 1-ს არა
|