სააგენტო როიტერის განცხადებით 29 - 30 იანვარს ისრაელის საჰაერო ძალების მიერ
განხორციელებული იქნა თავდასხმა სირია-ლიბანის საზღვარზე.
სააგენტო "france press"-ი ადგილობრივი უსაფრხთოების სამსახურებზე დაყრდნობით აცხადებს,
რომ ისრაელის საჰაერო ძალების ობიექტი გახდა, იარაღით დატვირთული ავტოკოლონა.
"ისრაელის ავიაციამ კოლონას მაშინ დაარტყა, როდესაც ის სირიიდან ლიბანის მიმართულებით დაიძრა."-
აცხადებს ინფორმატორი სააგენტოსთან საუბრისას.
ის, თუ რა სახის იარაღი გადაჰქონდათ მანქანებით და სხვა დეტალები დაბომბვის ადგილიდან ჯერჯერობით უცნობია.
"РИА Новости" იტყობინება, რომ ლიბანის არმიის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ სირიის საჰაერო ძალების
მიერ 29 იანვარს ღამით და 30-ში არაერთხელ იქნა დარღვეული ქვეყნის საჰაერო სივრცე.
კვირას ისრაელის ვიცე-პრემიერმა სილვან შალომმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველანაირ ძალას გამოიყენებს,
რათა არ დაუშვას მასიური განადგურების იარაღის იმ მეომრების ხელში ჩაგდება,
რომლებიც სირიის შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეობენ.
ორი კვირის წინ ისრაელმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა უსაფრთხოების გადაუდებელი ზომების მისაღებად,
რათა არ დაეშვათ ისრაელის ქიმიური იარაღის, ლიბანის დაჯგუფება"ჰეზბოლა"ს მეომრების ხელში ჩაგდება.