x
დამოუკიდებელი ქვეყანაა საქართველო?

imageროგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიასთან შეუთანხმებლად შესაბამისი ხასიათის კანონებს აღარ მიიღებს. ეს განცხადება მან ამ კომისიის თავმჯდომარესთან და წევრებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ამის შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ ჩვენ?
ვინაა ვენეციის კომისია, ვინ და რატომ აძლევს მას ჩვენს სუვენერიტეტს? ნუთუ ამ, რესპუბლიკური უმრავლესობით დაკომპლექტებულ პარლამენტს სააკაშვილზე არანაკლებად სძულს ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო? სად არის ”ქართული ოცნება”, სად არის ჩვენს პარლამენტში რაიმე ქართული? ნუთუ იმისათვის მივეცით ხმა ”ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს რომ 300 ლარიანი ვაუჩერის სანაცვლოთ ყველაფერი ანტიქართულის სულისჩამდგმელი ლევან ბერძენიშვილი და მისი თანამოაზრენი საქართველოს პარლამენტში გვეხილა?
სხვათაშორის საინტერესო რამ გამოდის: ნაციონალური მოძრაობა გვპირდებოდა 1000 ლარიან ვაუჩერს გამარჯვების შემთხვევაში, ბიძინა გვაძლევს 300 ლარიანს მიწების დასახნავად. თუ ამ 300 ლარს 4 წელზე გადავამრავლებთ გამოდის 1200 ლარი. აქედან დასკვნა: 200 ლარი (4 წლის განმავლობაში) არის საზღაური ბერძენიშვილის და სხვა გაკოტრებული პოლიტიკოსების პარლამენტში მოხვედრისა. წელიწადში სულ 50 ლარი, აი ამ ფასად ჩაბერეს სული პოლიტიკურ მიცვალებულებს და მოაღორეს ქართველი ხალხი. სხვაგვარად ძნელია იფიქრო რადგან მთავარი დაპირება – სამართლიანობის აღდგენა წარმატებულად იქნა დავიწყებული.
ერთი კვირის წინ მე განვაცხადე, რომ მხარი უპირობოდ უნდა დავუჭიროთ ჩვენს პრემიერს. ახლაც ასე ვფიქრობ: უპირობო მხარდაჭერა პრემიერს, მაგრამ პრემიერს და არა რესპუბლიკურ პარლამენტს და მის ანტიქართულ კურსს. იქნებ გამობრძანდეთ ბატონო ბიძინა და ტელეეკრანებიდან მაინც გვაცნობოთ არის რამე განსხვავება თქვენს შორის?

1
46
1-ს მოსწონს
ავტორი:ბადრი წიქორაძე
ბადრი წიქორაძე
46
  
2013, 30 იანვარი, 23:57
სამწუხაროა
0 1 1