x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ მოკლეს ილიკო სუხიშვილის მეუღლე
image საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ილიკო სუხიშვილი დაოჯახებული იყო გვანცა შერგელაშვილზე.

2001 წელს შორეული ქვეყნიდან მოსულმა უეცარმა ცნობამ მთელი საქართველო შეძრა. 9 აგვისტოს, გვიან ღამით, ვენესუელაში, ლარას შტატის ქალაქ ბარკუისიმეტოში, მოკლეს ილიკო სუხიშვილის მეუღლე, იქ გასტროლებზე ჩასული საქართველოს ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე 21 წლის გვანცა შერგელაშვილი. როგორც ქვემოთ შეიტყობთ, იმ საბედისწერო საღამოს ჩვეულებრივი მოვლენები ისე ფატალურად წარიმართა, თითქოს რაღაც ძალა განგებ ამზადებდა უბედურებას. ეს საშინელი ტრაგედია მთელმა საქართველომ განიცადა. ვენესუელაში ყველა ქვეყნის საელჩომ გამოხატა თავისი მწუხარება გვანცას დაღუპვის გამო.

გვანცა, ილიკო და მათი ორი მეგობარი კონცერტიდან სასტუმროში დაბრუნდნენ, მაგრამ აღმოაჩინეს რომ სიგარეტი გაუთავდათ, რის სასტუმროს ვესტბიულში ჩასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ დაკეტილი დახვდათ, სამაგიეროდ უთხრეს, რომ იქვე სულ რაღაც 300 მეტრში კაფე იყო, სადაც მათ ყველაფრის შეძენა შეეძლოთ. სწორედ ამ დროს, როდესაც ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ, თავს დაესხნენ მძარცველები. ისინი სამნი იყვნენ. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და ოთხივეს მიუშვირა. მათ ჯიბეები ამოიტრიალეს და აჩვენეს, რომ არავითარი ფული არ ჰქონდათ, მხოლოდ ერთ მეგობარს წაართვეს უბრალო სანთებელა, აი, ისეთი, ჩვენთან 20 თეთრად რომ იყიდება. მძარცველები მათთვის უცხო ენაზე საუბრობდნენ, რის გამოც არაფერი ესმოდათ. ერთმა ბოროტმოქმედმა გვანცას ხელი სტაცა. ილიკომ მას ხელი მოხვია და უკნიდან გადაეფარა. ხოლო წინიდან გვანცას ერთ-ერთი მეგობარი ჰფარავდა. მძარცველებმა სამჯერ გაისროლეს. მიუხედავად, იმისა რომ გვანცა დაფარული იყო, ტყვიამ რაღაც მილიმეტრებში გაიარა და გვანცას მოხვდა.მეორე მეგობარი, რომელიც მათ ახლდა, ამ დროს ცალკე ჰყავდა გაყვანილი ერთ-ერთ მძარცველს. ამის შემდეგ მძარცველები წავიდნენ, ქართველებმა კი ტაქსი გააჩერეს და უმალვე საავადმყოფოში მიიყვანეს დაჭრილი, თუმცა იგი მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

პოლიცია საავადმყოფოში მაშინვე მივიდა. საქმეს სამი უწყება იძიებდა: სამხედრო უწყება, პოლიცია და კიდევ მათი პუბლიკ პოლიცია ანუ სახალხო პოლიცია. ამ სამმა უწყებამ პირდაპირი ბრძანება გასცა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადგილზე ლიკვიდაცია მოეხდინათ.


დამნაშავეებს რა ბედი ეწიათ უცნობია.

2
25069
24-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
25069
  
2015, 27 ივლისი, 0:37
საიდან იცი ეს?
2013, 24 იანვარი, 20:32
უამრავი ზღაპარი დაიწერა ამ კვლელობასთან დაკავშირებით,მაგრამ სინამდვილეში ყველამ იცის,რომ წამლის ბარიგებმა მოკლეს როდესაც სუხიშვილი საყიდლად იყო მისული.
0 1 2