x
image
ვაჟიკო
ნანკა და ნინი - ორი ორსული

imageნანკა რომ კალათბურთელ ირაკლი კეიდიასგან ბავშვს ელოდება, ეს ამბავი ორი თვის წინ გახდა ცნობილი, მაგრამ ნინი ბადურაშვილის ფეხმძიმობის შესახებ საზოგადოებამ ახლახან შეიტყო. ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის ნიშნობა 17 აგვისტოს, მცხეთაში, კახიანების აგარაკზე შედგა. ქორწილი კი მოგვიანებით, 20 ოქტომბერს გადაიხადეს. საზოგადოება იმდენ ხანს ელოდებოდა ნინის გათხოვებას, რომ ყველაზე მეტად მომავალი სიძე აინტერესებდა.
ნინის მეუღლე, რუსეთში მცხოვრები წარმოშობით ქართველი ირაკლი კუტალაძე ყოფილი წყალბურთელი გახლავთ და ამჯერად კერძო ბიზნესით არის დაკავებული. საქართველოში უცნობი ირაკლი, როგორც ჩანს, რუსეთში პოპულარულია. გათხოვების შემდეგ ნინი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, რაც ალბათ ყველაზე ძალიან მის მეგობარ და მეჯვარე ქეთა თოფურიას გაუხარდა. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ნოემბერში ერთ-ერთ კლუბში გადაღებულ ფოტოებზე, რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლები არაჩვეულებრივად ატარებენ დროს.
ნინის ფეხმძიმობის შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, მაგრამ ქართველი ვარსკვლავის ოჯახს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ახალი წლისთვის საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა ნინიმ კი მეგობრებთან ერთად მოილხინა და ნანკა კალატოზიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. "ორი ორსული" - წერდნენ ნინის და ნანკას საერთო მეგობრები. "დიახ, ნინი სამი თვის ფეხმძიმეა", - დაადასტურა მომღერლის დედამ. ალბათ ნინი მუსიკალური კარიერის გაგრძელებისგან ჯერჯერობით თავს შეიკავებს, რადგან მომღერალი დედობისთვის ემზადება. გახდება თუ არა ქეთა თოფურიას მსგავსად, ნინი ბადურაშვილიც რუსული ესტრადის მომღერალი, ამას დრო გვიჩვენებს.

0
274
2-ს მოსწონს
ავტორი:ვაჟიკო
ვაჟიკო
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0