სხვა როგორ ვებრძოლოთ (ქალბატონებო)უმუშევრობით გამოწვეულ დეპრესიას 2013, 23 იანვარი, 18:18 უმუშევრობა-ყველა დროისა და ეპოქის აქტუალური თემაა. დღესდღეობით მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ინტაჯება ამ პრობლემით. დეპრესია და კიდევ ერთხელ საშინელი დეპრესია, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს უმუშევრობამ.
დავუშვათ ხართ ახალგაზრდა ქალბატონი, ცხოვრებაში განგიცდიათ გარკვეული წარმატებები, ხართ განათლებული, მაგრამ მოულოდნელად მოგიწიათ დაღმართზე დაშვება და ერთ დღესაც აღმოაჩენთ რომ უმუშევრად დარჩით. პირველი კვირა შოკში ხართ, მეგობრები გამხნევებენ, მერე ნელ-ნელა ყველა ეჩვევა და მარტო რჩებით, მარტო საკუთარ პრობლემებთან, და ამ დროს თქვენ რას აკეთებთ? დეპრესიას აძლევთ საშუალებას ხელი მოგავლოთ, დგებით გვიან, ეტანებით ტკბილეულს, იღვიძებთ და წვებით პესიმისტურ განწყობაზე, ფიქრობთ რომ არ გიმართლებთ და საკუთარი თავი გებრალებათ.
სისულელა, თქვენ არავისზე ნაკლები არ ხართ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა, უბრალოდ ამისთვის თავად უნდა განეწყოთ და გჯეროდეთ საკუთარი თავის:
1* დილით ეცადეთ არ გაგიტკბეთ ნებივრობა, წარმოიდგინეთ რომ სამსახურში გეჩქარებათ ადრე ადექით, არ გაანებივროთ ორგანიზმი, სასურველია ივარჯიშოთ.
2*გიყვარდეთ და მოგწონდეთ საკუთარი თავი, იყავით ფორმაში მთელი დღის მანძილზე 3*მოუსმინეთ თქვენს საყვარელ მუსიკას, უყურეთ თქვენს საყვარელი ჯანრის ფილმს 4*ყოველ დღე შეამოწმეთ ინტერნეტით გამოქვეყნებული ვაკანსიები, აგზავნეთ რეზიუმები 5*აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ სად გაქვთ გაგზავნილი რეზოუმე და ყოველ დღე ელოდეთ ზარს 6*ყოველთვის როცა რეზუმეს გაგზავნით გაეცანით ორგანიზაციასაც და გქონდეთ ინფორმაცია 7*გაიხსენეთ ნაცნობები რომლებსაც შეუძლიათ თქვენთვის რეკომენდაციის გაწევა, შეახსენეთ თავი 8*ყოველთვის გქონდეთ მზად ერთი წყვილი კლასიკური ტანსაცმელი მოულოდნელად რომ დაგირეკონ და დროულად გახვიდეთ გასაუბრებაზე 9*ყოველი დღე გახარჯეთ რაციონალურად, გაიღმავეთ ცოდნა თქვენთვის საინტერესო საკითხებში, გახსოვდეთ სწავლა სიბერემდეა 10*გაიღიმეთ და იყავით პოზიტიური! და როცა გაისმება თქვენს მობილურში ზარი, და მეორე დღეს აღმოაჩენთ რომ თქვენ ახალი ცხოვრება დაიწყეთ და სამსახური გაქვთ, გაიღიმეთ, უფალს მადლობა უთხარით და არ დაივიწყოთ რომ ჯერ კიდევ არის მილიონამდე ადამიანი ვინც ამ დღეს ელის და უთანაგრძეთ მათ. 84 4-ს მოსწონს
|