x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
ღიმილით საუბარი ვისწავლე:):):)
‎-მივდივარ.
-სად?
-ჯერ არ ვიცი.image
-მივდივარ.
-ვისთან?
-არც ეგ ვიცი. თუმცა, ერთი რამ ცხადია, სიახლეებით სავსე ერთი წელიწადი მელოდება წინ, იმ სიახლეებით, რომელნიც დიდ კვალს დააჩნევენ ჩემს ცხოვრებას.
-სირთულეები?
-იქნება.
-კითხვები?
-მრავალი. როგორ მიმიღებს ახალი საზოგადოება? რა ვითარება დამხვდება სოფლად ჩასულს?
-შიში, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებისა?
-ნაწილობრივ.
-მოლოდინი?
-იმედია ყველაფერი კარგად იქნება:)
და..მე უკვე აქ ვარ.
ჯავახეთი...დათოვლილი, ცამდის აზიდული მთები, მინდვრების თვალუწვდენელი სივრცე და ამ თოვლზე მოლიცლიცე, ხარბადდაფრქვეული სხივები მზისა.
მაჭატია...სოფელი, რომლის მცხოვრებლებმაც ისეთივე ხალისითა და სიყვარულით გამიღეს თავიანთი გულის კარი, როგორც საკუთარი სახლისა.
სკოლის გზაზე მიმავალს, ხშირად მხვდებიან: ქალები, თუ კაცები, მოხუცები, თუ ბავშვები. ეს, თბილი ღიმილით სახედამშვენებული ადამიანები, ასევე თბილად მესალმებიან, თანაც ქართულად:
-გამარჯობა მერი ჯან, როგორა ხარ?
-კარგად. თქვენ როგორ ხართ?
-მეც კარგადა ვარ.
და...ამ დროს უდიდესი სიხარულით მევსება გული. თითოეული ქართული სიტყვა, აქ გაგონილი, ჩემთვის ძალზე ფასეულია. ამ მცირე ხნის განმავლობაში, რაც სოფელში ვიმყოფები, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინიე. დიდი ძალა ჰქონია ღიმილს, ოღონდ გულწრფელ ღიმილს. ამიტომაც, თამამად შემიძლია ვთქვა: “მე ღიმილით საუბარი ვისწავლე:):):)''.
0
178
3-ს მოსწონს
ავტორი:მეკო
მეკო
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0