x
ახალი ზელანდია ჩარლზ მონრო და "ჰაკა"

imageახალ ზელანდიას პირველად რაგბი გააცნო ჩარლზ მონრომ, 1860 იანი წლების დასასრულს. თვითონ მონრომ კი ეს სპორტი აღმოაჩინა ინგლისში, როდესაც სწავლობდა კრისტის კოლეჯში. ამ სპორტმა ახალ ზელანდიაში ადგილის დამკვიდრება დაიწყო 1870 წლის მაისში. ახალი ზელანდიის პირველი საერთაშორისო თამაში გაიმართა 1882 წელს, როდესაც სამხრეთის რაგბის კავშირი (შემდგომ ახალი სამხრეთ უელსის რაგბის კავშირი) იმყოფებოდა ახალ ზელანდიაში. მოგზაურები ეთამაშნენ ორ ორჯერ ოკლენდის პროვინციის გუნდს და ველინგტონს, ხოლო თითო თითოჯერ კანტერბურის, ოტაგო და დასავლეთ სანაპიროს, ჩრდილოეთ ირლანდიას. გუნდმა მოიგო 4 და წააგო 3 თამაში. 2 წლის შემდეგ, ახალი ზელანდიის გუნდი ახალ სამხრეთ უელსში მოგზაურობდა. ახალმა ზელანდიამ ითამაშა და მოიგო 8 თამაში.
პირველად, ახალმა ზელანდიამ ტურნე გამართა ახალ სამხრეთ უელსში, 1894 წელს. ამ წლებში მათ ითამაშეს პირველი საერთაშორისო თამაში ახალ სამხრეთ უელსთან და წააგეს 8-ით 6. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, გუნდის პირველ საერთაშორისო თამაშად ითვლება ავსტრალიასთან დაპირისპირება, 1903 წლის 15 აგვისტოს. თამაში დასრულდა ახალი ზელანდიის გამარჯვებით, ანგარიშით 22-ით 3.
აღსანიშნავია ახალი ზელანდიის პირველი ტური ბრიტანეთში, 1905 წელს. გუნდის სახელის,
„all black“-ის დარქმევის იდეა ამ ტურის პერიოდიდან მოდის
ახალი ზელანდიის კონკურენცია სამხრეთ აფრიკასთან დაიწყო 1921 წელს, როდესაც სამხრეთ აფრიკის გუნდი იმყოფებოდა ახალ ზელანდიაში. მოგვიანებით All Blacks-იც ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში 1928 წელს.
1924 წელს, ახალი ზელანდიის ტურისტებმა დიდ ბრიტანეთში, გუნდი საბოლოოდ შერაცხეს „დაუმარცხებლებად“, რადგან ისინი იგებდნენ ყველა თამაშს. ახალმა ზელანდიამ ტური გამართა ბრიტანეთში 1930 წელს, თუმცა ლომებმა მოიგეს პირველი თამაში. ამის შემდეგ, უკვე 1935-36 წლებში, ახალი ზელანდია ისევ ჩავიდა ბრიტანეთში და წააგო მხოლოდ 3 თამაში, 30 თამაშიდან.
1937 წელს, სამხრეთ აფრიკამ დაამარცხა All Blacks, როდესაც მათ ჰქონდათ ტური ახალ ზელანდიაში. 1937 წლის სამხრეთ აფრიკის გუნდი დასახელებული იქნა საუკეთესო გუნდათ, იმათ შორის რომლებიც იმყოფებოდნენ ახალ ზელანდიაში. 1949 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, All Blacks ეთამაშა სპრინგბოკებს, სამხრეთ აფრიკაში. ტურში უნდა აღინიშნოს რეპუტაცია დაკარგული All Blacks-ის ჩანაწერი: ორი წაგებული თამაში ერთ დღეში. ამ დროისთვის ავსტალიას ტური ჰქონდა ახალ ზელანდიაში. 3 სექტემბრის ნაშუადღევს (ახალი ზელანდიის დროით), All Blacks, ჯონი სმიტის კაპიტნობით, დამარცხდა ავსტარლიასთან, ანგარიშით 11-ით 6. ამის შემდეგ გუნდმა წააგო სამხრეთ აფრიკასთანაც, ანგარიშით 9-ით 3. ამას მოყვა მათი კიდევ ერთი თამაშის წაგება, რითაც ავსტრალიამ „ბლედისლიოს თასი“ მოიგო.
1959 წელს, All Blacks-მა მოუგო ლომებს, და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მათი გაბატონება რაგბის სამყაროში. 1963-64 წელს, გუნდი ჰქონდა დიდ ბრიტანეთში ტური, ვილსონ ვინრის ლიდერობით. გუნდი მთლიანი ტურის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ნიუსპორტთან. სწორედ ამ ტურის განმავლობაში, გუნდმა დაამყარა რეკორდი ყველაზე გრძელ მოგებების სერიაში: 17 მოგებული თამაში 1965 წლიდან 1970 წლამდე
1987 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალმა ზელანდიამ დაამარცხა ფიჯი, იტალია, არგენტინა, უელსი, შოტლანდია და გავიდა ფინალში, სადაც მოუგო საფრანგეთს, ანგარიშით 29–9. ამ ჩემპიონატში ახალმა ზელანდიამ დათმო მხოლოდ 52 ქულა, ხოლოდ მოწინააღმდეგე გუნდს დაუდო 43 ლელო 6 თამაშში.
1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალი ზელანდია ჯგუფიდან გავიდა სამი მოგებით. მეოთხედფინალში კანადა დაამარცხა ანგარიშით 29-13 და ნახევარ ფინალში დაუპირისპირდა ავსტრალიას, რომელთანაც 16-6 წააგო. გუნდი მესამე ადგილისთვის შეეჯიბრა შოტლანდიას და დაამარცხა ანგარიშით 13-6.
1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა სამხრეთ აფრიკაში, ახალმა ზელანდიამ კარგად იასპარეზა, მაგრამ თავის მოპოვება ვერ შეძლო. გუნდმა ფინალამდე მოუგო ისეთ გუნდებს როგორებიცაა: შოტლანდია, ინგლისი, უელსი, ირლანდია, ხოლო ფინალში დამარცხდა სამხრეთ აფრიკასთან დამატებით დროში, ანგარიშით 15-12
პროფესიონალური ერა რაგბიში დაიწყო 1995 წელს, როდესაც შეიქმნა „Super 12“-ის შეჯიბრება და „სამი ერის თასი“. პირველი სამი ერის თასი ჩატარდა 1996 წელს, ახალი ზელანდიის გამარჯვებით. გუნდმა მოიგო ოთხივე თამაში და გახდა თასის მფლობელი.
მომდევნო, 1997 წლის სამი ერის თასის გამარჯვებულიც ახალი ზელანდია გახდა, რომელმაც მოიგო თასი ოთხივე თამაშის მოგებით. შემდეგ წელს, ახალმა ზელანდიამ გამარჯვება დაუთმო სამხრეთ აფრიკას. ამ წელს ახალმა ზელანდიამ ცუდად ითამაშა და ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგო. მთელი ისტორიის განმავლობაში, ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ახალმა ზელანდიამ ოთხი თამაში წააგო ზედიზედ.
1999 წელს, ახალმა ზელანდიამ კვლავ მოიგო სამი ერის თასი. ამ ჩემპიონატში აღსანიშნავია თამაში, სადაც ახალმა ზელანდიამ 28-0 სძლია სამხრეთ აფრიკას. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ჩემპიონატი მოიგო ავსტრალიამ. 2002 წელს თასს დაეუფლა კვლავ ახალი ზელანდია, რასაც მოყვა 2003 წლის დამაჯერებელი გამარჯვება. 2004 წელს ჩემპიონატზე გამარჯვება ერგო სამხრეთ აფრიკას. ამ ჩემპიონატზე სამივე გუნს ჰქონდა ორი მოგება და ორი წაგება.
სამხრეთ აფრიკამ აჯობა ავსტრალიას და ახალ ზელანდიას მხოლოდ აღებული ქულებით. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ახალ ზელანდიას ვერცერთმა სხვა გუნდმა ვერ აჯობა და სამივე წლის თასიც მას ერგო.
ჰაკა — ახალ ზელანდიელი მაორების ტრადიციული საბრძოლო ცეკვა. ეს არის ჯგუფური ცეკვა, რიტმული ყვირილის ფონზე შესრულებული ენერგიული მოძრაობებითა და პოზირებით. ჰაკას შემსრულებლებს ეწოდებათ კაპა ჰაკა (კაპა მაორის ენაზე ნიშნავს რიგს). სიტყვა ჰაკა-ს აქვს პოლინეზიური ფუძე, და აღნიშნავს 'სიმღერის ფონზე ცეკვას'. ზოგ ენაში მას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, მაგალითად ტიკოპიაზე ეწოდება საკა და ნიშნავს 'გარკვეულ სარიტუალო მოქმედებას'. ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ჰაკას ასრულებს თამაშის წინ, რამაც ეს ცეკვა გახადა ცნობადი

0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:allblacks
allblacks
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0