x
image
t.x.
ჰარი მორტონი- მილიონერი მაჩო, რომელიც ვარსკვლავ საყვარლებს ცხვირსახოცივით იცვლის

imageჰარი მორტონი ამერიკელი მეწარმეა, რომელიც 300 მილიონ დოლარს ფლობს. მამამისმა პიტერ მორტონმა დააფუძნაHard Rock Café .

ცხადია, შვილს გამოცდილებაც ექნებოდა და მამის ხელშეწყობაც. ჰარიმაც თავისთვის საკუთრად გახსნა ლოს ანჯელესში რესტორნების ქსელი "Pink Taco".image
ჰარი რამდენიმე წლის წინაც იყო ცნობილი, როგორც საუცხოო ოჯახის შთამომავალი. მამა უკვე ავღნიშნეთ, რომ ცნობილი რესტორნის მფლობელია, მაგრამ ბაბუა, არნი მორტონი, იყო განთქმული რესტავრატორი და პირველი დამაარსებელი რესტორნების ქსელისა. როგორც ვხედავთ, ჰარის პოპულარობა არ ჰკლებია, მაგრამ მისი სახელი უფრო ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რომანი გააბა ლინდსლეი ლოჰანთან. ჰარი ლინდსლეის "ბოიფრენდი" 2005 - 2006 წლებში იყო. მას მერე ვისთან ჰქონდა რომანი ცნობილი არაა. სავარაუდოდ ნაკლებად ცნობად სახესთან.2010 წელს ჰარი მორტონი ჯენიფერ ენისტონს ხვდებოდა. image2012 წელს კი მისმა სახელმა კვლავ გაიჟღერა ჰოლივუდის ვარსკვლავთა შორის. მისი ახალი საყვარელი ჯერ კიდევ ულამაზესი დემი მურია.

როგორც დასავლურ პრესაში წერენ, 50 წლის მსახიობი ახლა 31 წლის ჰარი მორტონს ხვდება. ჰარი რესტორნის მფლობელია. წყვილი უკვე შენიშნეს ერთად რამდენიმე რომანტიკულ ვახშამზე. დემი და ჰარი თავს ერთად მშვენივრად გრძნობენ და კარგად ერთობიან. წყვილი ერთად უკვე ხშირად ჩნდება.image
როგორც ჩანს, დემის ჰარის ასაკთან სხვაობა, მთელი 19 წელი, სულაც არ ადარდებს. ამით ალბათ იმასაც ამტკიცებს, რ
ომ კვლავ მშვენიერ ფორმაშია და ისევ შეუძლია ახალგაზრდა მამაკაცების მოხიბვლა.image

0
129
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0