x
ბილიკები. . .
image
-იქნებ მითხრათ ეს ბილიკი საით მიდის?

სიჩუმე.

-ეჰ, პასუხი არ არის.ნუთუ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ კითხვაზე შეძლებს პასუხის გცემას? მე, ხომ მხოლოდ მიმართულება მაინტერესებს.

კვლავ სიჩუმე


-ნუთუ, არავინ წასულა ამ ბილიკებით და არ უნახავს რა ხდება იქით...

-იქით? სად იქით?

-იქით ბევრია, მაგრამ არა კონკრეტული. პასუხის გამცემი კი არავინაა, მაგრამ მე ხომ ვხვდები, რომ ეს ის ბილიკები არაა სოფლისა, თუ ქალაქის მიდამოებში რომ ვხვდებით? ერთი კი ცხადია, ამ ბილიკით ნებბისმიერი ჩვენგანი სარგებლობს, მაგრამ მიდის სად? არავინ იცის და ვერც ვერავინ სწვდება მის დასასრულს.

მაშასადამე, ვეძებ ბილიკებს, ნაცნობსა და ამავე დროს სრულიად ამოუხსნელს...

-ვეძებ, ვეძებ და ვერ ვპოულობ...თუმცა მიახლოებით ვხვდები

ეს ცხოვრების ბილიკებია

ეს ჩვენი პრაქტიკული ყოფიერების ბილიკებია, რომელთაც იქ, არამიწიერსა და ...მაგრამ იქმადე მისვლასაც ხომ დამსახურებ უნდა!

ეს ის ბილიკებია, რომელთა განვლის შემდეგ სამუდამო განსასვენებელს დავიმკვიდრებთ და აღარ ვიქნებით ისეთივე მოუსვენარნი, დაღლილნი და აფორიაქებული სულის მქონენი, როგორბიც აქა ვართ, აქ, ამ საწუთროში...


აი, რატომ ვერავინ მცემს თურმე ამ კითხვაზე:“საით მივყავართ ამ ბილიკებს?'' პასუხს. იმიტომ, რომ

იქ წასულნი უკან აღარასოდეს ბრუნდებიან!!!

0
130
2-ს მოსწონს
ავტორი:მეკო
მეკო
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0