x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ბომბები მკერდსა და დუნდულებში

imageტერორისტი-თვითმკვლელი ქალები მალე სასიკვდილო მუტს იმპლანტირებულ მკერდსა და დუნდულებში დამალავენ, - ასეთ გაფრთხილებას ავრცელებს ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური MIS. ექიმებმა, რომლებიც ალქაიდაზე მუშაობენ, სწავლების კურსი ბრიტანეთის საუკეთესო კლინიკებში გაიარეს და უკვე მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნდნენ, რათა იქ გააკეთონ მსგავსი ოპერაციები, ამ კანქვეშა მუხტის აღმოჩენა ჩვეულებრივი დეტექტორებით თითქმის შეუძლებელია.

სპეცსამსახურების აზრით, ამფეთქბლად ტეროტისტები გამოიყენებენ PENT-ს, რომლის გამოყენებასაც აპირებდა, მაგალითად, ტერორისტი აბდულმუთალიბი 2009 წლის დეკემბერში ამსტერდამ-დეტროიტის რეისის თვითმფრინავის ასაფეთქებლად. ამ ტერორისტმაც განათლება ლონდონში მიიღო.


ტერორისტების გეგმები მას შემდეგ გაშიფრეს, რაც გააუვნებელყვეს აბდულმუთალიბის მიერ მომზადებული ტერაქტი. მისი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, სწორედ მისი ინფორმაციის დახმარებით, სადაზვერვო ორგანოებმა ჩაიწერეს ლაპარაკი, რომელიც პაკისტანსა და იემენში მიმდინარეობდა.

საუკეთესო ქირურგებმა დაადასტურეს ამფეთქებლის მოთავსების შესალებლობა იმპლანტანტებში. მაგალითად PENT-ის 5 უნციაც (დაახლოებით 140 გრამი) კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გაკეთდეს მნიშვნელოვანი ხვრელი თვითმფრინავის ფუზელაჟში, რაც სალონის ჰერმეტიზაციის დარღვევასა და კატასტროფას გამოიწვევს.


ცნობილია, რომ რიგი ქვეყნების აეროპორტებში გამოჩნდნენ "გამხდელი სკანერები", რომელთაც შეუძლიათ, აღმოაჩინონ, რა აქვს ადამიანს ტანსაცმლის ქვეშ. თუმცა, თუ ამფეთქებელი მცირე რაოდენობისაა და, თანაც, პლასტიკურ პაკეტში იქნება მოთავსებული, მისი აღმოჩენა ძნელი იქნება ჩვეულებრივი სკანერითვის. იმპლანტატში ჩანერგილი ამფეთქებლის აღმოსაჩენად კი რეტგენის სხივებით დასხივება იქნება საჭირო.







0
202
3-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0