x
image
დავითი12
რაც თვალს არ უნახავს,ყურს არ სმენია,კაცს გულში არ გაუვლია,ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს
სამოთხე თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ იქ არაფერს ვისწავლით?ჩვენ მცირედი წარმოდგენაც კი არ გვაქვს იმის შესახებ, რა გადაიშლება ჩვენ წინ.ღმერთი გაგვისხნის ბუნების სილამაზესა და დიდებას.იგი გვიჩვენებს, ვინ არის იგი ჩვენთვის და ვინ ვართ ჩვენ მისთვის.ჭეშმარიტებებს, რომლებსაც ახლა ვერ შევიცნობთ ჩვენი შეზღუდულობის გამო, ჩვენ მომავალში გავიგებთ.ზეცა-ეს სკოლაა; მისი გამოკვლევის არე-სამყარო; მისი მასწავლებელი-უსასრულო ღმერთი.

ჩვენი თვალები იხილავს მშვენიერ სამყროს, როდესაც ზეციურ დიდებას შევხედავთ.

გადარჩენილთა თვალწინ შესწავლისათვის გაიხსნება სამყაროს ყველა საგანძური.სიკვდილის ბორკილებისაგან განთავისუფლებულნი, ისინი გაემართებიან დაუღლელ აღმაფრენაში შორეული სამყაროებისკენ, სამყაროებისკენ, რომლებიც ღრმა სულიერი ტკივილით ადევნებდნენ თვალყურს ადამიანთა უბედურებას და ყველაზე სასიხარულო საგალობლებით ესალმებოდნენ ყოველი ადამიანის მოქცევას.უცოდველი არსებანი აუწერელი სიამოვნებით გაუნაწილებენ თავიანთ სიხარულს და სიბრძნეს დედამიწის შვილებს.ისინი გაუზიარებენ მათ თავიანთი ცოდნისა და სიბრძნის საგანძურს, რომელიც მათ უსასრულო საუკუნეების მანძილზე ღმერთის შემოქმედებითი ძალის მზერისას შეიძინეს.გადარჩენილნი დაუღლელი მზერით დააკვირდებიან შემოქმედების დიდებას-მზეებს, თანავარსკვლავედებს, ზეციურ სისტემებს, რომლებიც თავიანთ ორბიტებზე ღმერთის ტახტის ირგვლივ ბრუნავს.მთელ შემოქმედებაზე, მცირედიდან ყველაზე დიადამდე, შემოქმედის სახელია დაწერილი და ყველაფერი თავის თავში ღმერთის ძალის სიმდიდრეს ამხელს.

და მარადისობაში სწრაფად მიმავალი წლებიც სულ უფრო მეტ ცოდნას მოიტანს ღმერთისა და ქრისტეს დიდების შესახებ.და ცოდნის გაზრდის მიხედვით სიყვარული, კურთხევა და ბედნიერებაც გაიზრდება.რაც უფრო მეტად შეიცნობენ ადამიანები ღმერთს, მით უფრო აღტაცებულნი იქნებიან მისი ხასიათით.


იქ განვითარდება, გაფარდოვდება და გაიზრდება ყოველი ნიჭი.იქ განხორციელდება ყველაზე გრანდიოზული, ამაღლებული მისწრაფებანი; იქ მიღწეული იქნება ყველაზე კეთილშობილური მიზნები.და კვლავ და კვლავ გამოჩნდება ახალი, დაუპყრობელი მწვერვალები, გაჩნდება ახალი გამოუკვლეველი სასწაულები, შეუსწავლელი ჭეშმარიტებები, ახალი კითხვები და საგნები, რომლებიც მოძრაობისაკენ მოუხმობს გონების, სულისა და სხეულის მთელ ძალებს.

მე მოგიწოდებთ მოემზადოთ ცის ღრუბლებზე მომავალი ქრისტეს მოსლისათვის.საკუთარ გამოცდილებაზე შეიცანით, რას ნიშნავს ქრისტესთან ახლო ურთიერთობის დამყარება.მოემზადეთ იმისათვის, რომ, როდესაც ქრისტე მოვა, თქვენ მათ შორის იყოთ, ვინც მას მშვიდობით შეხვდება.

0
39
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი12
დავითი12
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0