x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ნიდერლანდებში სექსი ქალაქის პარკებშიც დაშვებულია
image ჰოლანდიის პარკებში თავისუფალი სექსი დაუშვეს. პოლიციელი ნამდვილად არ მოახდენს რეაგირებას, თუ ადამიანთა თავშეყრის ასეთ ადგილებში მსგავს ქმედებას შეამჩნევს, შესაბამისად ბრალსაც ვერ წაუყენებს საზოგადოებრივი ეთიკის დარღვევისთვის.

ამსტერდამის შემდეგ ახალი პოლიციური ინსტრუქციების შემუშავებას შეუდგნენ ჰოლანიიდ ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა როტერდამი, ჰააგა და უტრეხტი. ინსტრუქციაში გათვალისწინებულია - გაუქმდეს სანქციები, რომლებიც "ჰაერზე" სასიყვარულო ურთიერთობას შეეხებოდა.

მიუხედავად ამისა, შეყვარებულებს მაინც მოუწევთ ზოგიერთი წესის დაცვა: სექსი პარკებში მხოლოდ შებინდების შემდეგ, საღამოს ან ღამის საათებში შეიძლება, თანაც შორს საბავშვო სათამაშო ზონებიდან. ნამწვები და პრეზერვატივებიკი აუცილებლად სპეციალურ ურნებში უნდა ჩაყარონ. რამე დარღვევის შემთხვევაში ისინი დიდ ჯარიმას გადაიხდიან.

სხვათა შორის, ინსტრუქციის პროექტში მითითებულია: "არავითარ შემთხვევაში არ შეუშალონ ხელი მათ ქმედებას, თუ ისინი ირგვლივ მყოფებს არ აწუხებენ... პოლიციელს მხოლოდ მაშინ შეუძლია ჩაერიოს, თუ წყვილის ქმედება პარკის სხვა დამსვენებელთა მიმართ შეურაცხმყოფელი იქნება".


მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ ძაღლების პატრონთა უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ ჰოლანდიაში აკრძალულია ძაღლების გასეირნება თავისუფლად, ის აუცილებლად პატრონს თოკით უნდა ეჭიროს, რადგან თუ ძაღლი არავის უჭირავს, "ის შარდავს ყველაფერზე, რასაც ხედავს და სხვა დამსვენებლებში უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს".

1
478
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
478
  
2013, 14 იანვარი, 13:21
სრული თავისუფლება::DD
0 1 1