x
მეტი
  • 27.09.2021
  • სტატია:114575
  • ვიდეო:353949
  • სურათი:488163
ავტომობილი, რომელიც 100 წელი საწვავის გარეშე იმუშავებს

imageგამომგონებელმა და კომპანია Laser Power Systems-ის ხელმძღვანელმა ჩარლზ სტივენსმა რამოდენიმე დღის წინ მსოფლიოს გააცნო კონცეპტი Thorium-ავტომობილის პროექტი, რომელიც ატომურ ენერგიაზე იმუშავებს. მოდით გავეცნოთ ამ პროექტს უფო კარგად.

imageეს იდეა ახალი არაა. 2009 წელს კადილაკმა წარმოადგინა მსგავს მოდელი. ეს მხოლოდ მაკეტი იყო, მაშინ ამ იდეის განხორციელება არც არავის უფიქრია. ჩარლზ სტივენსმა ინჟინერთა ჯგუფთან ერთად შეიმუშავა ძრავი, რომელიც საწვავად ნაკლებრადიაციულ მეტალ თორიუმს იყენებს. მეცნიერთა აზრით ამ მეტალის გრამი 30 ათასი ლიტრი ბენზინის ექვივალენტურია.imageThorium რეაქტორის მიერ გამომუშავებული ჭარბი ენერგია შეიძლება უკან დაბრუნდეს ქსელში ან დატენოს სხვა ელექტრომოწყობილობა. ამერიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ავტომობილის პროტოტიპი 2 წლის შემდეგ ექნება.

imageთორიუმი ეს ურანის მსგავსი ნივთიერებაა და გამომდინარე იქედან, რომ მას დიდი სიმკვრივე გააჩნია, ნივთიერებას აქვს უნარი გამოყოს უზარმაზარი რაოდენობით ენერგია. სტივენსი ფიქრობს, რომ 8 გრამი თორიუმი საკმარისი იქნება, რომ ავტომობილს ექსპლუატაციის მთელს პერიოდზე საწვავი აღარ დასჭირდეს. 227 კგ. წონის ძრავი ნებისმიერი ავტომობილის კაპოტის ქვეშ შეიძლება მოთავსდეს. imageთუ თორიუმი მართლა გახდება ენერგიის მთავარი წყარო, მაშინ ავსტრალია გადაიქცევა მთავარ ენერგოგიგანტად. ავსტრალია ფლობს 333 690 ტონა თორიუმის მარაგს, რაც მსოფლიო მარაგების 1/4-1/6-ია.



3
3275
13-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
3275
  
2013, 9 მაისი, 19:48
ჩვენ ქართველები კი რას ვიგონებთ ან რას ვაკეთებთ ... ან როგორებად ვჩანვართ სხვა ერების თვალში რომ იცოდეთ ....
2013, 31 მარტი, 22:37
ეს მანქანა ადრეც ნანახი მქონდა Google-ში და მეგონა Cadillac-ი იყო , პირველ ფოტოზე ლოგო Cadillac-ის ლოგოს ჰგავს
2013, 12 მარტი, 1:51
კარგი იქნება საწვავის ხარჯიც შემცირდება მაგრამ საინტერესოა უბრალო ადამიანი თუ შეძლებს მაგის შენახვას.
0 1 3