სხვა ბუნების ფანტაზია ამოუწურავია 2013, 5 იანვარი, 14:01 ცნობილია პეპელა–სფინქსი, რომელსაც ზურგზე აქვს გამოსახული ადამიანის თავის ქალა გადაჯვარედინებული ძვლებით.ობობა ციკლოსმიას ზურგზე აქვს გამოსახული მკაცრი გამომეტყველების ადამიანის სახე ფარით, იაპონური ცხრაფეხა კიბორჩხალას ჯავშანზე აღბეჭდილია სამურაის პორტრეტი, იაპონური თევზის სალანესის თავზე კი ტოგუკავას საგვარეულო გერბია გამოსახული, ხოლო თევზი პირუსის ფორმა და პოზა მთლიანად იმეორებს ჯვარცმულ ქრისტეზ, თუ რა არის ამის მიზეზი, მეცნიერებს ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ.
არსებობს გამოთქმა “ნიანგის ცრემლებს ჰღვრის".ეს გამოთქმა ნიანგის კონკრეტული მოქმედებიდან გამომდინარეობს და ფარისეველი ადამიანის მიმართ იხმარება.
როდესაც ნიანგი მსხვერპლს შეიპყრობს და მისით დანაყრდება, შემდეგ იწყებს ტირილს.ცხარე ცრემლით დასტირის საბრალო არსებას, რომელსაც ცოტა ხნის წინ თვითონ მოუსწრაფა სიცოცხლე.
ხეები ლაპარაკობენ, ამტკიცებს ზოგიერთი მეცნიერი.მათი აზრით გვალვის დროს, როდესაც მცენარეებს არ ჰყოფნით სინოტივე, მათ მიერ გადმოცემული ხმები აღიქმება, როგორც ყვირილი–“წყალი".ხეების ამ “ჩივილზე" ძირითადად მწერები რეაგირებენ.ისინი თავს ესხმიან შედარებით სუსტ ხეებს. 159 4-ს მოსწონს
|