x
image
ნინიკ
ახალი წლის ღამე და კეთილდღეობა
image
*
არსებობს რწმენა, რომ თუ ახალი წლის წინა ღამეს შენს სურვილებს ფურცელზე ჩამოწერ ცალ-ცალკე და მერე ბალიშის ქვეშ ამოდებ, დილით რომელ წერისლაც პირველი გახნი სწორედ ის სურვილი აგისრულდება.

* ჩადეთ თქვენი ფული ფეხსაცმელებში შუაღამემდე და იგი გაორმაგდება მომავალში.
image


* თუ ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრებს ან მეგობრებს საჩუქრებს აჩუქებთ, ეს წელი თქვენთვის სიახელეებით იქნება სავსე.


* ამბობენ, თუ შემოსასვლელ კარს გარედან მორთავთ, ეს ოჯახს ბედნიერებას მოუტანს.


* თუ ქსურთ ეს წელი ბარაქიანი იყოს, ნაძვის ხე ფულით და მონეტებით მორთეთ.



image* ახალ წელს შეხვდით ახალი ტანისამოსით და ნივთებით და ეს წელი სიახლეების მომტანი იქნება.


* თუ ცხოვრებაში ახალ რომანტიულ თავგადასავლებს ეძებთ, დარწმუნდით რომ ახალი წლის ღამეს ყვითელი საცლები გეცვათ.


* არსებობს მოსაზრება რომ ყურძნის ჭამა ახალი წლის ღამეს ეკონომიკურ კეთილდღეობას მოგიტანთ.


* თუ საყვარელ ადამიანს ახალი წლის შუა ღამეს აკოცებ, მთელი წელი ბედნიერი იქნება თქვენთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში პირიქით.
image
* ზოგ ქვეყანაში სჯერათ რომ ახალი წლის ღამეს იმიტომ უნდა იხმაურო, რომ ეშმაკი განდევნო შენი სახლიდან მთელი წლის განმავლობაში.


* არსებობს 1იანვრის ქარის წინასწარმეტყველება: თუ ქარი სამხრეთიდან უბერავს, მას ფული და ბედნიერება მოაქვს. თუ ჩრდილოეთიდან- ცვალებად ამინდს ნიშნავს. ქარს აღმოსავლეთიდან მოაქვს შიმშილი და ცუდი იღბალი. დასავლეთიდან -უხვი საჭმელი მოაქვს, თუმცა ახლოები ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს. ხოლო თუ ქარი საერთოდ არ არის მაშინ მთელი წელი სიხარულით და კეთილდღეობით იქნება სავსე.

* თუ ქსურთ ამ წელს მეორე ნახევარი იპოვოთ სახლი გულებით და მსგავსი სუვენირებით მორთეთ.


* ამბობენ, რომ როცა დროის ათვლა დაიწყება, ხელში ფული უნდა გეჭიროთ, რათა ეს წელი ბარაქის მომტანი იყოს თქვენთვის.image

3
199
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
199
  
2012, 31 დეკემბერი, 19:25
აჰაა :)))) ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ :*
2012, 31 დეკემბერი, 19:21
მერე გაგვიზიარეე :)))
2012, 31 დეკემბერი, 15:07
სიამოვნებით მოვსინჯავ რამდენიმეს :D:D: ვნახოთ რა გამოვაა .... :))))
0 1 3