კინო საახალწლო ფილმები, უყურეთ და არ ინანებთ(ის რაც არ გინახავთ) 2012, 28 დეკემბერი, 14:41 ახალ წლამდე სულ ცოტა დარჩა და დარჩენილ დღეებში ისღა დაგვრჩენია საახალწლო განწყობა შევიქმნათ და შესაბამისად შევხვდეთ დამდეგ შობა-ახალ წელს. განწყობისათვის კი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და შედეგიანი ფილმების ყურებაა. ჩვენ ყველამ ვიცით რამოდენიმე საახალწლო ფილმი, რომლებიც ყველას ნანახი გვაქვს, მათ ტელევიზიითაც ყოველ წელს გვიჩვენებენ და მოკლედ პირდაპირ ახალ წელთან ასოცირდება ეს ფილმები, მიხვდით ალბათ რომელ ფილმებსაც ვგულისხმობ. დიახ, ეს არის ''მარტო სახლში'', ''გრინჩი'', ''ბრიჯიტ ჯონსის დღიურები'' და სხვა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი და გაზეპირებული ფილმები. აგრეთვე ანიმაციური ფილმები, რომლებიც ძალიან უყვართ ბავშვებს, ახალი წელი ხომ მათთვის ნამდვილი დღესასწაულია. მაგრამ ახლა მე არ ვაპირებ უკვე ყველასათვის საყვარელი, მაგრამ გადაღეჭილი და ცოტათი მობეზრებული ფილმების შემოთავაზებას. პირიქით ფილმები, რომელის ყურებასაც გთავაზობთ ახალი და შედარებით უცხო იქნება თქვენთვის, მაგრამ დამერწმუნეთ ისინი ნამდვილად მოგეწონებათ. ასე რომ აუცილებლად უყურეთ და თუ თქვენს გარშემო ბავშვებიც არიან ამას ხომ არაფერი სჯობია. მაშ ასე, პირველი ფილმი არის 1.''საშობაო ისტორია'' (JOULUTARINA) რეიტინგი 6.8 დიდი ხნის წინ, ლაპლანდიაში, ბიჭს რომელსაც ნიკოლასი ერქვა, ტრაგიკულად გარდაეცვალა მშობლები. სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს იგი თავად აღეზარდათ. ყველა ოჯახი მას 1 წლის განმავლობაში იფარებდა.ყოველ შობა დღეს იგი ახალ ოჯახს მიჰყავდა თავისთან. 2.''A Christmas Carol'' - ეს არის ძალიან მაგარი ანიმაცია, რომელშიც მთავარ როლს ჯიმ კერი ასრულებს, ხოლო რეჟისორი თავად რობერტ ზემეკისია. საბავშვო არ გეგონოთ. დიდებსა და პატარებსაც ძალიან მოგეწონებათ. რეიტინგი 6.8 3.''ARTHUR CHRISTMAS'' - ''სანტა კლაუსის საიდუმლო სამსახური'' ასევე ძალიან საყვარელი ანიმაცია, ეს უფრო პატარებისათვის. რეიტინგი 7.2 4.''THE CHRISTMAS MIRACLE OF JONATHAN TOOMEY'' - ''ჯონათან ტუმის საშობაო სასწაული''. საშობაო ისტორია იმდეზე, სიყვარულზე და რწმენაზე. რეიტინგი 6.6 5.''LOST CHRISTMAS''(2011) - ''დაკარგული შობა'' - თანამედროვე საშობაო ზღაპარი. რეიტინგი 6.8 584 7-ს მოსწონს
|