ქალი და მამაკაცი რად დაიბადე შენ ასე ადრე? ანდა მე რატომ დავიგვიანე? 2012, 18 დეკემბერი, 9:26 ბიჭი: შეყვარებული გყავს?
გოგო:არა..
ბიჭი:რატომ?
გოგო:პატარა ვარ...
ორივენი გაჩუმდნენ...: გოგო:შენ გყავს შენ გყავს შეყვარებული? ბიჭი: არა.. გოგო:რატომ? ბიჭი:იმიტომ რომ პატარა ხარ... მერე ისევ გაჩუმდნენ ორივე, სათქმელი არცერთს არაფერი ქონდა... შენ ალბათ მკითხავ მერე რა მოხდაო? მერე იყო სიგიჯე, ბავშვური სიყვარული, ჩხუბი, გაბუტვა, შერიგება..მაგრამ იყო დიდი და ბავშვურად გულწრფელი სიყვარული....მაშინ მეც მიკვირდა რამ შეაყვარა ბებერიათქო... იყო კეთილის და ბოროტის მსურველებიც, ასაკი დაისახა ყველამ პრობლემად და ბიჭმაც თავი დამნაშავედ იგრძნო ხოდა მათი გზებიც გაიყო... ორივემ თავის გზა და სავარაუდო ბედნიერება იპოვა... მერე წლები გავიდა... ხოდა როდესაც იმ პატარა გოგოს უკვე ორი შვილის დედას ვკითხე წლები რომ უკან დაბრუნდეს როგორ მოიქცეოდითქო "ძირს დავწვებოდი და იმდეხანს ვიფხარკალებდი და ვიტირებდი სანამ ცოლად არ მომიყვანდაო"თან გაიცინა და ოთახიდან გავიდა მე მიხვდი რომ ძველი გრძნობა არ გამქრალა... ალბათ გაიფიქრეთ ნეტავ ის ბიჭი რას ფიქრობს ეხლაო..მეც გამაგიჯა ფიქრებმა და კითხვაც დავსვი პასუხი კი ასეთი იყო:"რომ გამჯიუტებოდა ვეღარ გაუძლებდიო" მე ვფიქრობ რომ სუყვარულში ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს...სიყვარული ხომ ყველას აგიჟებს მაინც რა მნიშვნელობა აქვს 14 წლის ასაკში გაგიჯდები თუ 28 წლის ასაკში? თქვენი აზრით სიყვარულში ასაკს აქვს მნიშვნელობა? 208 11-ს მოსწონს
|