საზოგადოება მთლიანი, ერთიანი, ერთსულოვანი, ერთ მუჭად შეკრული ქართველები 2012, 15 დეკემბერი, 15:11 ![]() დაფიქრება არ სჭირდება იმის გამოცნობას, რომ ლევან გოთუას თვალწინ მაშინვე ილიას "განდეგილისა" და "აჩრდილის" სურათები დამდგარა. "მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა" ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ თურმე–ასეთი ექსპერიმენტები იმით არისო საინტერესო, რომ ავლენს პიროვნების ყველაზე ინტიმურ, ხშირად ფარულ, არაცნობიერ მისწრაფებებს." აკაკი ბაქრაძე, "პილპილმოყრილი მადლი" მსგავსი ექსპერიმენტი მეც ხშირად ჩამიტარებია. აკაკის და ილიას, ვაჟას და ჯავახიშვილის სამყაროში წარმოსახვით ხშირად მიმოგზაურია.ბონაპარტეს მიერ გადამწვარი მოსკოვის კადრებიც ნანახი მაქვს და დანტესთან ერთადაც მომივლია იმქვეყნიური სამყარო. ბოლო წლებია, რამდენჯერაც არ უნდა "ჩავრთო" წარმოსახვა მხოლოდ ცხრა აპრილის კადრებს მაჩვენებს. მთლიანი, ერთიანი, ერთსულოვანი, ერთ მუჭად შეკრული ქართველები. აი, ის საქართველო მენატრება სიგიჟემდე. 54 8-ს მოსწონს 2-ს არა
|