x
image
tekoo
ერთი პატარა ამბავი იაპონიის მიწისძვრის შესახებ

image

საშინელებაა ის რაც იაპონიაში მოხდა და ბევრი ადამიანი დაზარალდა და ერთერთის ამბავია აქ მოთხრობილი. იაპონიის მიწისძვრის შემდეგ, როდესაც მაშველებმა დაიწყეს სახლების ნანგრევებიდან ცოცხლებისა თუ გარდაცვლილების ამოყვანას მოხდა ამგვარი საშინელება... ერთი სახლის ნანგრევებში მათ აღმოაჩინეს ახალგაზრდა ქალის, სამწუხაროდ უკვე გვამი... მაშველების ლიდერმა რამდენჯერმე შეამოწმა ქალის პულსი, თუმცა უიმედოდ, იგი უკვე გაციებული იყო...ნანგრევებმა მას ხერხემალი და თავის ქალა დაუზიანა. მაშველები ის იყო, რომ მობრუნდნენ, მაგრამ გუნდის ლიდერი ძალიან წუხდა, იგი კვლავ დაბრუნდა ქალთან და მის ქვეშ ადგილის მოსუფთავება დაიწყო მიწისგან. მან ადიალაში გახვეული პატარა ბავშვი იპოვა, ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და უფრო მეტიც, მას მშვიდად ეძინა გარდაცვლილი დედის ქვეშ... მაშველებმა ბავშვი ამოიყვანეს და მის ადიალაში მობილური ტელეფონი იპოვეს... ტელეფონის ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველა მის ხელში დაჭერისას ტიროდა... საქმე იმაშია, რომ დედას სიკვდილამდე აეკრიფა შეტყობინება თავისი პატარასთვის: "თუ გადარჩი, ყოველთვის გახსოვდეს რომ მიყვარხარ!"

0
155
7-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0