x
image
მეიმო
როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდა სახის კანი სახლის პირობებში
imageთანამედროვე ქალისათვის ხომ მეტედ მნიშვნელოვანია მომხიბვლელობის შენარჩუნება ნებისმიერ ასაკში. ამისათვის კი, თურმე, არც ძალიან ბევრი დრო და არც ბევრი ფული ყოფილა აუცილებელი. ამაში ჩემმა ახლობელმა დამარწმუნა, რომელიც

47 წლისაა და ნაოჭები თითქმის არაა აქვს.რაღა თქმა უნდა დავინტერესდი, როგორ მიაღწია ასეთ შედეგს. და აი, რა მიამბო: თურმე, მხოლოდ, ნატურალურ კოსმეტიკას იყენებს. შეგიძლიათ იხმაროთ ლოსიონი, ნახარში, ნაყენი, საცხი, რომელთაც თავად დაამზადებთ მცენარეებისაგან.

1) 1 ს/კმოხარშული გოგრა კარგად დასრისეთ და ათქვიფეთ, შეურიეთ ზეითუნის ზეთი ისეთი რაოდენობით, რომ არაჟნის სისქის მასა მიღოთ. წაისვით 20 წუთი სახეზე, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

2) თუ უპეები შეგიშუპდათ, გიშველით ჩაის ნაყენის საფენები. კარგია გამხმარი ცაცხვის ყვავილის, პიტნის, კალენდულას მაყენის, გახეხილი უმი კარტოფილის საფენები.


3) სახის კანისთვის ძალიან კარგია მოხარშული კარტოფილი, რომელიც ხსნის დაღლილობას და ასწორებს ნაოჭებს. ერთი ცალი გათლილი კარტოფილი მოხარშეთ, კარგად დასრისეთ, შეურიეთ 1ს/კ ზეითუნის ზეთი და 1ჩ/კ ლიმონის წვენი. დაიდეთ ნიღაბი სახეზე 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეიზილეთ მკვებავი კრემი.

image
მოცემულ რეცეპტებში ნიღბების ძირითადი კომპონენტებია ზეითუნის ზეთი, გოგრა, ლიმონის წვენი, კარტოფილი. მათი ეფექტიანობა კარგადაა ცნობილი კოსმეტოლოგებისათვის და ამ კომპონენტებით დამზადებულ ნიღბებს საკმაოდ წარმატებითაც იყენებენ. გისურვებთ მარადიულ სილამაზეს.

3
2541
5-ს მოსწონს
ავტორი:მეიმო
მეიმო
2541
  
2013, 21 იანვარი, 18:16
გეტანხმები გენაცვალე ბუნებრივობას არაფერი ჯობს ვერ ვიტან გაბათქასშებულ ქალებს
2012, 28 დეკემბერი, 15:04
კი გეთანხმები.მაგრამ აქ გამახვილებულია ყურადღება, იმაზე რომ, ძვირად ღირებული მაკიაჟის გარეშეც, შეიძლება მიმზიდველები ვიყოთ......
2012, 28 დეკემბერი, 0:03
საერთოდ, გენეტიკა ბევრს ნიშნავს..
0 1 3