x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ისტორიული შანსი

imageფეისბუქში ძალიან საინტერესო სტატია გაჩნდა, რომლის ავტორი თორნიკე ბარათაშვილია, ის ეხება ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად ქცევას.
"1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთ ში მატარებელი პირველად ჩავიდა. ჩავიდა ისე, რომ ქ.ქუთაისი არ გაუვლია.
შეცდომა 1877 წელს მცირედ გამოსწორდა მაშინ, როცა მაგისტრალს ქუთაისიც შეუერთდა.

თითქმის საუკუნე ნახევრის შემდეგ საქართველოს მთავარი ავტომაგისტრალი ქუთაისს 12 კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის. ესეც შეცდომაა.



მე-19 საუკუნის ბოლოს ქალაქის მცხოვრებთა რაოდენობა 25 ათასს არ აღემატებოდა შემოსავალი კი ე

კლესიის ქვასატეხების, სასაკლაოს, ქალაქის სასწორების, ფარეხებისა და ხიდების იჯარით გაცემის შედეგად ამოღებული თანხა იყო. დღეს ოფიციალური მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა თითქმის 200 000-ია, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 56 000 000 ლარი.



ქუთაისი არც მაშინ იყო და არც ახლაა დოვლათით გამორჩეული, ეკონომიკურად წელგამართული ქალაქი, თუმცა მისმა სტატუსმა ის ერთხელ გადაარჩინა. გუბერნიიის ცენტრობამ ქალაქს სხვა დატვირთვა და მნიშვნელობა შესძინა.

დღეს განვითარების უპრეცედენტოდ რეალური შანსი მიეცა, ქალაქის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი აქვს, რაც სხვა, ახალ რეალობას ამკვიდრებს ქუთაისის სინამდვილეში.

ეს შანსი გამოსაყენებელია. ისტორიული გადაწყვეტილება რაც დანარჩენი საქართველოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს, ერთეული ადამიანების ახირებას არ უნდა გადაყვეს, ადამიანებისა, რომელთა უმრავლესობას პარლამენტის თბილისში დასაბრუნებლად ერთადერთი რეალური მიზეზი აქვთ: მათ უბრალოდ არ მოსწონთ ეს ქალაქი.



ქუთაისის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემა ინტელექტის აკუმულირება და ადამიანების შესაძლებლობების ადგილზე რეალიზაციის შეთავაზებაა. რასაც სამწუხაროდ აქამდე ქალაქი ვერ აკეთებდა.

პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირების პირობებში ეს პრობლემაც გადაწყეტადია, სხვა შემთხვევაში ეგზისტენციალიური პრობლემა უთუოდ თავს იჩენს.



P.S. ქუთაისს სხვა ტიპის დახმარება სჭრდებაო, ხოდა სხვაგვარადაც დაეხმარეთ, ოღონდ პარლამენტს შეეშვით!

საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი ნამდვილად არ არის შეუთავსებელი საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსთან და ორივეს შემთხვევაში საწარმოების გახსნაც შესაძლებელია(ოღონდ თავისუფალი ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით"

0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:ბექა.აია
ბექა.აია
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0