მოგზაურობა ფაჰდას შადრევანი-ყველაზე მაღალი შადრევანი მსოფლიოში (4 ფოტო +1 ვიდეო) 2012, 6 დეკემბერი, 22:41 ფაჰდას შადრევანი ყველაზე მაღალი შადრევანია მსოფლიოში და ის საუდის არაბეთში მდებარეობს (ქალაქი ჯიჯა, წითელი ზღვის სანაპიროზე). შადრევნის შექმნის წლებში ქვეყანას მართავდა ფაჰდა იბნ აბდელ აზის ალ საუდა, სწორედ ამიტომ ეწოდა შადრევანს ეს სახელი. მოდით ამ საოცარ ნაგებობას უფრო კარგად გავეცნოთ. მისი მშენებლობა 1985 წელს დაიწყო და მას კომპანია SETE Technical Services აშენებდა. წარმოიდგინეთ წყლის ნაკადი 312 მეტრს აღწევს!!! შედარებისათვის, ეიფელის კოშკის სიმაღლე შპილის გარეშე 300 მეტრია. შადრევანი ზღვაშია განთავსებული და წყლითაც ზღვიდან მარაგდება. შადრევნისათვის სატუმბი სადგურის ასაშენებლად 7000 ტონა ცემენტი დაიხარჯა. ყოველ წამს შადრევანი ჰაერში 625 ლიტრ წყალს ისვრის, ამ დროს ჰაერში დაახლოებით 19 ტონა წყალია. ნაკადის სისწრაფე 375 კმ/სთ-ს აღემატება. ფადჰას შადრევანი მუშაობს ყოველ დღე შესვენებების გარეშე, მისი გაჩერება მხოლოდ შემოწმებების ან გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას ხდება. ყოველი ტურისტისათვის ის მშვენიერი ორიენტირია და უჩვენებს გზას ქალაქისაკენ. ღამის საათებში სპეციალური პროჟექტორები მას კიდევ უფრო ფანტასტიურ იერს სძენს. 110 7-ს მოსწონს
|