x
image
თავისუფალი თაობა
ნუკრი აბალაკი დააპატიმრეს

image2012 წლის 5 დეკემბრს შიდა ქათლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამძიებო ნაწილმა დააკავა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი, ამჯამად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნუკრი აბალაკი სამსახურებრივი უფლებამოსილების (332 1) ბოროტად გამოყენების ფაქტზე.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აბალაკმა, მისი, როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. კერძოდ, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსმა ნუკრი აბალაკმა, 2007 წლის 24 მაისს („სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ”) კანონის დარღვევით საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად, ხაშურის რაიონის სოფელ ბებნისში მდებარე 18.5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა თ.ძ_ს. რითაც მას მიანიჭა უპირატესობა, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა.
მანვე, 2008 წლის 30 სექტემბერს კვლავ ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და სოფ. ხელთუბანში მდებარე 7.3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პირად საკუთრებაში გადასცა – “სელექციური მიღწევებისა და ჯიშთა გამოცდის სადგურის” ყოფილ დირექტორს ლ. გ.-ს. აღნიშნული სადგურს თავის დროზე მიწა იჯარით ჰქონდა აღებული სახელმწიფოსაგან, მარამ მიწის პირდაპირი წესით მიყიდვისას სადგური აღარ არსებიბდა, ლიკვიდირებული იყო.
ლიკვიდირებული მოიჯარე სახელმწიფო დაწესებულების – “სელექციური მიღწევებისა და ჯიშთა გამოცდის სადგურის” ყოფილ დირექტორ ლ. გ.-ზე, პირად საკუთრებაში მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემით, აბალაკმა ლ. გ.-ს მიანიჭა უპირატესობა, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
შორენა მირცხულავა


0
542
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
542
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0