x
ადამიანი-ობობა

ფრანგმა „ადამიანმა-ობობამ“, მთამსვლელმა, ალან რობერმა მორიგი ცათამბჯენი დალაშქრა. ამჟამად მისი სამიზნე 300 მეტრიანი შენობა გახდა, რომელიც კატარის დედაქალაქში მდებარეობს . სასტუმრო „ტორში“ 2006 წელს აზიური თამაშების დროს ააგეს და მას ოლიმპიური ჩირაღდნის ფორმა აქვს.

სიმაღლეების დამპყრობელმა დანიშნულების ადგილამდე ყოველგვარი დამცავი საშუალებების გარეშე 75 წუთში მიაღწია. სანახაობას 1000-მდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს.image

ალან რობერს ამ დროისთვის 80-ზე მეტი ცათამბჯენი აქვს დაპყრობილი. მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის, დუბიში მდებარე ბურჯ-ხალიფის დაპყრობისთვის ის გინესის რეკორდსმენი გახდა

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა 777
ლიკა 777
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0