სხვა ადამიანი-ობობა 2012, 13 აპრილი, 20:12 ფრანგმა „ადამიანმა-ობობამ“, მთამსვლელმა, ალან რობერმა მორიგი ცათამბჯენი დალაშქრა. ამჟამად მისი სამიზნე 300 მეტრიანი შენობა გახდა, რომელიც კატარის დედაქალაქში მდებარეობს . სასტუმრო „ტორში“ 2006 წელს აზიური თამაშების დროს ააგეს და მას ოლიმპიური ჩირაღდნის ფორმა აქვს. სიმაღლეების დამპყრობელმა დანიშნულების ადგილამდე ყოველგვარი დამცავი საშუალებების გარეშე 75 წუთში მიაღწია. სანახაობას 1000-მდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ალან რობერს ამ დროისთვის 80-ზე მეტი ცათამბჯენი აქვს დაპყრობილი. მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის, დუბიში მდებარე ბურჯ-ხალიფის დაპყრობისთვის ის გინესის რეკორდსმენი გახდა 28 1-ს მოსწონს
|