x
image
ზ.შუკა
რატომ ვამთქნარებთ?

image მეცნიერებს ვერ აუხსნიათ ის, თუ რატომ ამთქნარებს პლანეტაზე აბსოლიტურად ყველა ადამიანი - ხშირ შემთხვევაში დღეში რამდენჯერმე. თქვენ წარმოიდგინეთ, დედის მუცელში მყოფი ბავშვიც კი ამთქნარებს. თურმე ამთქნარებენ ზღარბებიც, სირაქლემებიც, გველებიც და თევზებიც. ამ საკითხე უამრავი თეორია არსებობს, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი, თუმცა მეცნიერები ვერც ერთ მათგანს ვერ ეყრდნობიან ბოლომდე. ბევრი მკვლევარი აცხადებს, რომ ჰაერის ეს ხარბი ჩასუნთქვაა, რომელიც საშუალოდ ექვსი წამი გრძელდება, ტვინის ჟანგბადის გამდიდრებას ემსახურება. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ "ეს თეორია ჯერ-ჯერობით პრაქტიკულად არ არის დადასტურებული". აცხადებს სამეცნიერო ჟურნალი Science News.

ვირთხებზე ჩატარებულმა უახლესმა ცდებმა აჩვენა, რომ შესაძლოა "მთქნარება გადახურებული ტვინის გაგრილებას ემსახურებოდეს". მაგრამ სიმართლე ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.

1
207
5-ს მოსწონს
ავტორი:ზ.შუკა
ზ.შუკა
207
  
2012, 3 დეკემბერი, 0:03
წავიკითხე რომ მთქნარებისას ტვინის უჯრედების გარკვეული რაოდენობა კვდება.
და საინტერესოა ისიც რატომაა გადამდები მთქნარება
0 1 1