x
გრავიტაცია

imageჰაერში ახტომის შემდეგ ისევ მიწაზე ვეშვებით.ეს იმიტომ ხდება, რომ არსებობს უხილავი ძალა, რომელიც მიწისკენ გვიზიდავს.ამ ძალას მიზიდულობის ძალა ანუ გრავიტაცია ეწოდება.
მიზიდვა:ყველა სხეულს აქვს გრავიტაციის საშუალებით სხვა სხეულების მიზიდვის უნარი, მომცრო სხეულების გრავიტაცია ძალიან მცირეა და სხვა სხეულებზე ვერ მოქმედებს. დიდ სხეულებს კი, მაგალითად პლანეტებს, ძალიან დიდი გრავიტაცია აქვთ, რომლითაც სხვა სხეულებს იზიდავენ.
გრავიტაცია სხვა პლანეტებზე: რაც უფრო დიდია სხეული, მით უფრო მეტია მისი გრავიტაცია. დიდ პლანეტებს, მაგალითად, იუპიტერს, დედამიწასთან შედარებით გაცილებით ძლიერი გრავიტაცია აქვს, პატარა პლანეტებს და მთვარეებს კი-შედარებით სუსტი.
ღია კოსმოსში ვარსკვლავების, პლანეტებსა და მთვარეებისგან შორს, გრავიტაცია თითქმის არ იგრძნობა.ამიტომ იქ კოსმონავტები უწონადობაში ლივლივებენ.
იუპიტერის გრავიტაცია დედამიწისას ორჯერ აღემატება. თუ თქვენ იუპიტერზე მოხვდებით მოძრაობა ძალიან გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ ორჯერ მძიმე იქნები.იუპიტერის მთვარე იო ძალიან პატარაა და დედამიწასთან შედარებით სუსტი გრავიტაცია აქვს.იოზე მოხვედრა რომ შეგეძლოს, გაცილებით უფრო მაღლა ახტებოდით ვიდრე დედამიწაზე ახერხებ.

ორბიტაზე:კოსმოსში დიდი სხეულები ერთმენითის გარშემო წრიულ ტრაექტორიაზე ანუ ორბიტაზე მოძრაობენ.პლანეტები მზის გარშემო მოძრაობენ, მთვარეები კი პლანეტების გარშემო.ეს გრავიტაციის შედეგად ხდება.

გრავიტაციის შემოწმება:

იმაში დასარწმუნებლად, რომ გრავიტაცია სხვადასხვა წონის სხეულებს ერთნაირი სიჩქარით იზიდავს დაგჭირდება:ქაღალდის ხელსახოცი, მონეტა ორი ერთნაირი კოლოფი.

1.ხელსახოცს ზუსტად მონეტის ფორმის ნაჭერი მოახიე.ის მონეტაზე მსუბუქი იქნება.
2.ქაღალდი და მონეტა ერთი სიმაღლიდან ჩამოაგდე.ქაღალდი უფრო ნელა ჩამოვარდება რადგან მას ვარდნაში ჰაერი უშლის ხელს.

3.ახლა მონეტაც და ქაღალდიც, ორ ერთნაირ კოლოფში ჩადე, კოლოფები დახურე და ერთად ჩამოაგდე.

4.ორივე კოლოფზე ჰაერი იმოქმედებს.ამიტომ მიწაზე ორივე ერთდროულად დაეცემა, მიუხედავათ იმისა, რომ მათი წონა განსხვავებულია.

1
731
2-ს მოსწონს
ავტორი:თოკოთოკო
თოკოთოკო
731
  
2012, 2 დეკემბერი, 13:16
ყველაზე მეტი გრავიტაცია რომელ პლანეტას აქვს ????
0 1 1