x
პიცა

image

ცომის მასალა:7გრ საფუარი
1ს/კოვზი შაქარი
250მლ წყალი
350გრ ფქვილი
1ს/კოვზი მარილი
1ს/კოვზი ზეითუნის ზეთი

პიცის მასალა:50გრ. ქამა სოკო
50გრ.ლორი ან ძეხვი
1 ცალი პომიდორი
60გრ.მაიონეზი
წიწაკა.


მომზადება:საფუარი და შაქარი მოათავსეთ ჯამში და დაასხით 4ს/კოვზი თბილი წყალი.დადგით სითბოში 15-20წთ. ფქვილში შეურიეთ მარილი.ფქვილის შუაგულში გააკეთეთ ჭა, ჩაასხით დარჩენილი წყალი, ზეთი, საფუარი და მოზილეთ ცომი. ცომს დააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ გაფუებამდე.შემდეგ მოზილეთ კიდევ 2 წუთი.გააბრტყელეთ 6მმ.სისქეზე.დადეთ ღუმელის ცხიმსაწულ ტაფაზე. ზედაპირზე სიმეტრიულად განალაგეთ წვრილად დაჭრილი მოხარშული სოკო, ლორი ან ძეხვი, თხლად დაჭერით პომიდორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი, 3 სანტიმეტრიანი შუალედებით ზოლებად მოასხით მაიონეზი, მოაფრქვიეთ დაფქული წიწაკა და გამოაცხვეთ ღუმელში.




0
995
6-ს მოსწონს
ავტორი:თოკოთოკო
თოკოთოკო
995
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0