სხვა 10 საინტერესო ფაქტი ბიკინის შესახებ (+ულამაზესი ფოტოები) 2012, 30 ნოემბერი, 0:18 1)იცით თუ არა, რომ ქალის საცურაო კოსტიუმი ამ სახით მხოლოდ 66 წლის წინ გაჩნდა? სწორედ ამ დღეს 1946 წლის 5 ივლისს ფრანგმა მოდელიერმა ლუის რეარმა (Louis Reard) მოახდინა ბიკინის პირველი პრეზენტაცია.
2)საცურაო კოსტიუმის ახალ მოდელს სახელი ატოლლ ბიკინის საპატივცემულოდ დაარქვეს. ამ ატოლზე 4 დღით ადრე აშშ-მ ატომური იარაღის გამოცდა მოაწყო. სარეკლამო სლოგანი პარალელს ავლებდა ბიკინის დიზაინსა და ატომის დაშლას შორის.
3)მხოლოდ ათი წლის შემდეგ შემოვიდა ბიკინი მოდაში, იქამდე კი ხალხი შოკში ვარდებოდა.
4)ბიკინის მსგავსი ტანსაცმელი ჯერ კიდევ ძველ რომში გამოიყენებოდა სპორცმენი ქალებისათვის. თანამედროვე ბიკინი ქალების ოფიციალური ფორმაა პლაჟის ფრენბურთში, ბოდიბილდინგში და სხვა.
5)განმარტებითი ლექსიკონის თანახმად ბიკინი ეს არის ქალის საცურაო კოსტიუმი, წვრილი ბიუსტჰალტერითა და საცვალით, რომელიც წელამდე არ ადის. 6)ბიკინი ისე მჭიდროდ შეერწყა კაცობრიობის კულტურას, რომ სილამაზის კონკურსებზე ბიკინით გამოსვლა ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა. 7)ევროპულ კულტურაში ბიკინის გამოჩენამ გამოიწვია ინტიმური ვარცხნილობების მოდის ჩამოყალიბება. 8)ბიკინის აქვს სახესვაობა მონოკინი. მთლიანი საცურაო კოსტიუმის შემსუბუქებული ვარიანტი, გვერდებზე დიდი ჩამონაჭერებით ან ქვედა საცვალი ბიუსტჰალტერის გარეშე. 9)ყველაზე გავრცელებულია ბიკინის ვერსია «regular»-არც ძალიან ღია და არც ძალიან დახურული. 10)ბიკინის ბრაზილიური ვარიანტი გულისხმობს მხოლოდ ძაფებს ტრადიციული საცვლების მაგივრად. 525 5-ს მოსწონს
|