გადავხედე ჩემს მიერ განვლილ გზას და, თურმე მოცემულობის მიხედვით მიცხოვრია. თურმე მთელი ცხოვრება კომედია დელ არტეს მსახიობივით ნიღაბ აფარებული დავდივარ. ზოგჯერ კეთილი და მხიარული პერსონაჟის ნიღაბი მიკეთია, ზოგჯერ-ბოროტის, ზოგჯერ კი, არც მეტი, არც ნაკლები-ლომის. ზოგჯერ - მწერი ვარ მილიმეტრი, ზოგჯერ ტრაბახას ვთამაშობ ( ამ როლში შეუდარებელი ვარ). ზოგჯერ უბირს, ზოგჯერ ცინიზმს ვეფარები, ზოგჯერ-იუმორს. აი, ასე, აი, ამგვარად, პრაქტიკულად გაწაფული თაღლითის ცხოვრებით ვცხოვრობ.
ქვა იმან მესროლოს, ვინც ჩემზე უცოდველია(აქ-ბევრი ღიმილის ღიმილაკი)
უმრავლესობა ნიღაბით დადის
შენ თუ თამაში არ შეგიძლია
უმჯობესია დროულად გადი.
იქნებ შენაც გაქვს სურვილი
დარჩე,
მსახიობივით დაუდგე მხარში
თუ ყოველივე ვეღარ შეძელი,
არ შეიმჩნიო უკვალოდ წადი.
ეს ცხოვრება ხომ თეატრია
უმრავლესობა ნიღაბით დადის
მათან სიმართლეს თუ ვერ გაიტან
მშვიდად უთხარი კარგად ნახვამდის...
ავტ. კ. შ.