x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ისტორია,რომელმაც მსოფლიო აატირა

imageშინაური ცხოველები გამოირჩევიან პატრონებისადმი თავიანთი ერთგულებით, თუმცა აღიარებული ფაქტია, რომ ადამიანის საუკეთესო მეგობრად მაინც ძაღლი ითვლება.ამ მეგობრობის კარგი მაგალითია ამერიკელი ჯონ ენგერისა და მისი ძაღლის - შეპის ამბავი. ყველაფერი 1993 წელს დაიწყო, როდესაც ჯონმა ძაღლების თავშესაფრიდან პატარა ლეკვი მოიყვანა, რომელიც წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა პატრონს და იმდენად შეაყვარა მას თავი, რომ ენგერი ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელ საქციელს ჩადის მის გამო.საქმე იმაშია, რომ ძაღლი ძალიან მოხუცდა (მან ისედაც ამ ცხოველისათვის ზედმეტად დიდხანს იცოცხლა) და უკვე უამრავი დაავადებითაა შეპყრობილი, თანაც, საშინელი ტკივილები სტანჯავს, რომელთა გამო ვერც კი მოძრაობს.ჯონი ყველანაირად ცდილობს მას სიცოცხლე შეუნარჩუნოს და ტკივილი შეუმსუბუქოს, ამიტომ მას ყოველდღე აჰყავს შეპი ხელში და მასთან ერთად სახლთან ახლოს მდებარე ტბაში ცურავს.წყალი ძაღლზე მორფინივით მოქმედებს და ტკივილებისგან დასვენების შესაძლებლობას აძლევს, იგი სიყვარულით ადებს მხარზე თავს თავის პატრონს და, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ისინი საათობით არიან ასე წყალში, ჯონი კი მას მთელი ეს დრო ხელში აყვანილს დაატარებს.ვეტერინარები ენგერს ურჩევენ ძაღლს გაუკეთოს ნემსი, რომელიც მას უმტკივნეულოდ მოკლავს, მაგრამ ჯონი კატეგორიულად წინააღმდეგია.იგი ამბობს, რომ უზომოდ უყვარს თავისი შეპი და, რადგანაც მას მცირე ხნის სიცოცხლე დარჩა, ყოველ წუთს თავის ოთხფეხა მეგობართან გაატარებს.

27
4997
37-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
4997
  
2013, 29 იანვარი, 20:58
ძაღლთან ერთად ადამიანთა გარკვეული კატეგორიაც ყოფილა ერთგული ანუ ძაღლის მიმბაძველი
2013, 14 იანვარი, 2:16
სხვებზზე ცოტა არ იყოს მარტივია ლაპარაკი თქვენ აყვანილი ჰყავთ ბავშვი ? ? ? და კიდევ ბავშვის აღზრდას და ლეკვის გაზრდას ერთმანეთს ნუ შეადარებთ ;)))))
2012, 24 დეკემბერი, 13:11
რატოა მიუხებელი ? როდესაც ამდენი წლების განმავლობაში გყავს არსება და მართლაც ძალიან ეჩვევი დამიჯერე ბევრ ადამიანსაც გირჩევნია... :)
2012, 17 დეკემბერი, 16:06
რასაა რო წერ ბიჭოოო ? :D
2012, 14 დეკემბერი, 12:50
კარგია
2012, 9 დეკემბერი, 18:14
:( რა საყვარელიაა
2012, 9 დეკემბერი, 15:00
:D რავი რა უნდა ვთქვა სააღორ:D
2012, 4 დეკემბერი, 14:38
ასეთი აზრი თუ გიტრიალებდა თავიდანვე დაგეწერა რაგას უვლი გარშემო, ოგონდ იცოდე რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის ჩემო კარგო :)
2012, 4 დეკემბერი, 14:37
საზიზღრობა ნამდვილად არ არის თუმცა ასეთი გულის პატრონს არც ეგ შეეშლება რომ ბავშვი აიყვანოს,ტკივილისას ყველაზე საცოდავი პირუტყვია,რომელსაც ისიც კი არ შეულია გიტხრას რა სტკივა.
2012, 3 დეკემბერი, 22:32
ადამიანი იშვითად კეთილი თუა ეგრევე ასეთი ეჭვები ჩნდება,ცუდია თუ ეგრე ფიქრობთ,მაგრამ თქვენი ნებაა,ყველას თავისი აზრი აქვს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10