
***ინგლისელმა ნაყინის მწარმოებლებმა, კერძოდ, კომპანია "დე აისქრემისთმა", დაამზადა განსაკუთრებული ნაყინი, დედის რძისგან - "ბეიბი გაგა". მაგრამ ბრიტანეთის მთავრობამ მისი სავაჭრო ქსელში გაშვება აკრძალა რძის ხარისხის შემოწმების შეუძლებლობის მოტივით.
***ფულის შოვნის უამრავი ხერხი არსებობს. მაგალითად, ერთმა თაღლითმა ნიუ-ჯერსის პატარა რესტორანში თავი ოფიციანტად გაასაღა, ორ მაგიდას მოემსახურა და 186 დოლარი მიისაკუთრა.
***კოლორადოს უცნაური მძარცველი შეეჩვია: მან 118 ძარცვა განახორციელა და 120 000 დოლარის ღირებულების სიგარეტი მოიპარა. ქურდს სხვა ფასეულობები არ აინტერესებდა.
***ბერლინის ავტობანზე ევროების წვიმა მოვიდა. საქმე ის გახლავთ, რომ ერთ-ერთ მძღოლს გვერდითა სავარძელზე ფულით სავსე ტომარა ედო, რომელიც გაიხსნა და დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილიდან 232 000 ევრო გამოფრინდა. პოლიცია იძულებული გახდა, მოძრაობა გადაეკეტა.
***თავისი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი ჭამს დაახლოებით 40 ტონა სხვადასხვა პროდუქტს.
***"სულ რაღაც" მილიონ ორასი ათასი კოღოა საჭირო, რომ თქვენი ორგანიზმიდან მთელი სისხლი გამოწოვოს.
***ღვინის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ბოთლი75 000 დოლარად გაიყიდა. ბოთლის წლოვანება ორ ასეულ წელს ითვლიდა.
***ყოველდღიურად 10 000 000 ჩხირი იგზავნება ჩინეთში, რომლებიც იქ ჩანგლის მაგივრობას წევენ.
***ძველ რომში ქალებს საკუთარი სახელები არ ჰქონდათ. მათ იმ გვარით მოიხსენიებდნენ, სადაც დაიბადნენ. მაგალითად იულია - იულიუსების გვარიდან. თუ ოჯახში რამდენიმე ქალიშვილი იყო, მათ უბრალოდ ნომრავდნენ.