საქართველო რაში ადანაშაულებენ სამართალდამცავები ვანო მერაბიშვილს 2012, 25 ნოემბერი, 10:20 მას შემდეგ, რაც სანდრო გირგვლიანი მოკლეს, საზოგადოებაში იყო მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ამ საქმეში იმ დროინდელი მაღალჩინოსნები იყვნენ გარეული. ახალი მთავრობის მხრიდან არა ერთი მინიშნება გაკეთდა იმის შესახებ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე გაუხსნელი არ დარჩებოდა. იუსტიციის ახალი მინისტრის, თეა წულუკიძის განცხადებით გირგვლიანის მკვლელობის შესახებ პროკურატურას ქონდა გარკვეული ინფორმაცია და ამ ყველაფერს დასაბუთება სჭირდებოდა. ახლა კი ირკვევა, რომ ვანო მერაბიშვილს სამართალდამცველები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ედავებიან, რადგან 2006 წლის მარტში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით უფლებამოსილება შეუწყდათ კუდ-ის უფროსს დათა ახალაიას და გენერალური ინსპექციის უფროსს ვასილ სანოძეს. თუმცა შსს-ს ინფორმაციით, ახალაიაც და სანოძეც არაფორმალურად ხელმძღვანელობდნენ ზემოხსენებულ სამსახურებს 2008 წლის აგვისტომდე, როდესაც მერაბიშვილმა მათ უფლებამოსილება ოფიციალურად აღუდგინა.
131 3-ს მოსწონს
|