x
image
nika121314
რელიგიები

image

ერთი და იმავე რელიგიის მიმდევრებს სულიერი სამყაროს არსებობა სწამთ და სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ ერთსა და იმავე აზრს იზიარებენ. მსოფლიოში მრავალი რელიგია არსებობს. თვითოეულს განსხვავებული მრწამსი და წესები აქვს იმისათვის, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ადამიანები.


ქრისტიანობა -ქრისტიანებს სწამთ, რომ ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, იესო, რომ კაცთათვის ესწავლებინა, როგორ ეცხოვრათ. მისი ცხოვრება ბიბლიიის მეორე ნაწილშია მოთხრობილი. ქრისტიანები ამბობენ რომ იესომ მათ ასწავლა ერთურთის სიყვარული, ლოცვა და სხვა ადამიანთათვის უფლის მცნებების სწავლება. ქრისტიანები ეკლესიებში ლოცულობენ.

ისლამი- მექაში მცხოვრებმა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა ასწავლა თავის მიმდევარ მუსლიმებს, რომ დღეში ხუთჯერ ილოცონ ღმერთის, ალაჰისათვის. ამ რელიგიას ისლამი ჰქვია, რაც ნიშნავს ღმერთის მორჩილებას ლოცვით, მარხვით და ღარიბების დახმარებით.

იუდაიზმი- ებრაელებს სწამთ, რომ აბრაამი პირველი კაცი იყო, რომელმაც ხალხს მოუწოდა, ერთი ღმერთი ეღიარებინათ. ის იყო '' წინასწარმეტყველი''. ებრაელებს სჯერათ, რომ ისინი ღმერთმა თავისი კანონების დასაცავად გამოარჩია. ეს კანონები ბიბლიის პირველ ნაწილში წერია.

ინდუიზმი - ინდუისტებს სწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანები ხელახლა იბადება და ცხოველად ან სხვა ადამიანად გარდაისახება. ვინც პირველ ცხოვრებაში კეთილი იყო, მეორეში უკეთ იცხოვრებს. ინდუსთა დღესასწაულზე მოცეკვავეები ღმერთების მიმსგავსებით არიან გადაცმულნი. მაგალითად როგორც განეში- სპილოსთავიანი ღმერთი. ინდუისტთა უმრავლესობას სწამს, რომ ყველა ღმერთი ერთი მთავარი ღმერთის, ბრაჰმას, განსახიერებაა.



ბუდიზმი- კაცმა, რომელსაც გაუთამა ერქვა(მოგვიანებით ბუდა უწოდეს), საფუძველი ჩაუყარა ბუდიზმს ინდოეთში, ინდუსთა შორის. ბუდიზმი მთელ აზიაში- ჩინეთსა და იაპონიაში გავრცელდა. ბანკოკში, ტაილანდში ბუდას 394 მოოქროვილი ქანდაკებაა ჩამწკრივებული. ბუდისტებს სწამთ, რომ ადამიანი რამდენჯერმე ცხოვრობს, მაგრამ საბოლოოდ სულიერი სიმშვიდის სასუფეველში მარადიული დამკვიდრებაც შესაძლებელია.

2
167
7-ს მოსწონს
ავტორი:nika121314
nika121314
167
  
2012, 26 ნოემბერი, 14:27
"მსოფლიოში მრავალი რელიგია არსებობს" არ გეთანხმები... მსოფლიოში მხოლოდ 4 რელიგიაა: იუდაიზმი, ინდუიზმი, ისლამი და ქრისტიანობა... დანარჩენი რელიგიური მიმდინარეობებ-კონფესიებია...
2012, 26 ნოემბერი, 14:26
"მსოფლიოში მრავალი რელიგია არსებობს" არ გეთანხმები... მსოფლიოში მხოლოდ 4 რელიგიაა: იუდაიზმი, ინდუიზმი, ისლამი და ქრისტიანობა... დანარჩენი რელიგიური მიმდინარეობებ-ჯონფესიებია...
0 1 2