"ლაპარაკი არ ვიცოდი როცა უკვე რადიოს ვრთავდი, ჩემი ფავორიტ მომღერალი რეიჩარლზია 4წლიდან რეიჩარლზს ვუსმენ"ამბობს პოპვარსკვლავი. საკამათო აღარაა ის რომ ბერამ გამოჩენისთანავე დაიპყრო თინეიჯერების გული და სულ მცირე დროში ყველა თინეიჯერის favorit thing-სი გახდა, ბერას წარმატებაზე ასევე მიგვანიშნებს მისი თაყვანისმცემლების რაოდენობა რომლებმაც უკვე 700 000-ს მიაღწიეს, ბერა რომ ძალიან წარმატებული და ნიჭიერი მომღერალია ეს უკვე საკამათო აღარაა, მაგრამ მას ასევე გააჩნია ყველაზე მთავარი ადამიანური ღირსებები:თავმდაბლობა, სიკეთე, ქვეყნისა და ხალხის სიყვარული და სხვა მრავალი ღირსება რომლითაც კიდევ ორმაგად დაიპყრო ჩვენი გულები. ასევე ყველაფერზე მიგვანიშნებს დასკვნითი ტურნე რომელიც დინამო არენაზე გაიმართა, ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ მსგავსი ანშლაგით კონცერტი ჯერ საქართველოს არ ახსოვს და ეს ძალიან დიდი წარმატებაა როგორც მომღერლისთვის ასევე ქვეყნისთვის.17 ნოემბერს გამოვიდა უკვე ბერას პირველი ალბომი სახელწოდებით "გპირდები" როგორც გავიგეთ ახალგაზრდა მომღერალი გრემიზე ოცნებობს"ეს ალბათ ძალიან ამბიციური ნათქვამია მაგრამ მინდა საქართველო გრემიზე ვასახელო" ამბობს პოპმომღერალი. ბერას შექმნილი აქვს უკვე 150 სიმღერა საიდანაც 50 ქართულია. ვუსურვოთ წარმატებები ბერას და მთავარი ოცნების განხორციელება გრემის აღება, რაც როგორც მომღერლისთვის ასევე ქვეყნისთვის უდიდესი წარმატება იქნება.