x
image
თავისუფალი თაობა
8 წელი ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან
image8 წლის წინ 2004 წლის 23 ნოემბერს, ბუტა რობაქიძე დიდუბის ეკლესიასთან, მეგობრებთან ერთად საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ხელებაწეულს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს. რობაქიძეს ორი ტყვია მოხვდა და იქვე გარდაიცვალა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ გადაცემა "პატრულის" ეთერში ითქვა, რომ რობაქიძე მაშინ მოკლეს, როცა ისინი "ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის წევრების" დაკავებას ცდილობდნენ. ოჯახის განცხადებით მოხდა საქმის ფალსიფიკაცია.

როგორც მთავარ, ასევე ქალაქის პროკურატურაში ბუტა რობაქიძის ბაბუას ამირან რობაქიძეს შეტანილი ქონდა სარჩელები, სადაც ირაკლი ოქრუაშვილზეც იყო საუბარი, რადგან მკვლელობის პერიოდში ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

ამ დღეებში ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე ხელახლა გამოძიების მოთხოვნით მამამ, სოსო რობაქიძემ მთავარ პროკურატურაში განაცხადი შეიტანა.


ოჯახი ითხოვს დაისაჯონ ზურაბ ადეიშვილი, გურამ დონაძე, ქალაქის მაშინდელი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი ირაკლი წერეთელი, რომელიც ამ საქმეს იძიებდა და ასევე თბილისის პოლიციის უფროსი ზურაბ მიქაძე.



4
2385
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
2385
  
2012, 7 დეკემბერი, 17:10
და კიდევ მიშას ნატრულობენ, გავგიჟდები რა.
2012, 24 ნოემბერი, 0:31
ნათელში იყავ!
2012, 23 ნოემბერი, 9:17
ყველა უნდა დაისაჯოს....
2012, 23 ნოემბერი, 3:52
ეჰ, რამდენი ოჯახი გააუბედურეს:((
0 1 4