x
image
თავისუფალი თაობა
სულხან მოლაშვილის განცხადებით მის წამებაში უშუალოდ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ

სულხან მოლაშვილი

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი მისი პატიმრობის დროს საკუთარი წამების ფაქტებზე საუბრობს და ამაში გიგა ბოკერიას, ზურაბ ადეიშვილსა და გოგა გრიგალაშვილს ასახელებს. როგორც მოლაშვილმა "მეცხრე არხის" ეთერში საფრანგეთიდან პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, დაკავების პირველივე ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბოკერია და ადეიშვილი მას წამების საშინელი მეთოდებით გაუსწორდნენ სასურველი აღიარებითი ჩვენების მიცემის მოთხოვნით.
"როდესაც დაჭერები დაიწყო, მე არ გავქცეულვარ, სამართალდაცვის ორგანოებში მივედი და პირველივე ღამეს მოხდა ჩემი წამება. ოთახში ბნელოდა, თვალი მქონდა ახვეული, მაგრამ კარგად გავარჩიე, თუ ვინ მონაწილეობდა ჩემს წამებაში. ისინი იყვნენ: გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გოგა გრიგალაშვილი და სხვები. არყით გაჟღენთილი, მთვრალი დამქაშები და სპეციალისტები ადამიანის წამებისა, რომლებიც ელექტროშოკით და სიგარეტის დაწვით იმთავითვე ასიამოვნებდნენ მიხეილ სააკაშვილს. როდესაც ვეკითხებოდი, რომელი საქმის გახსნა სურდათ, მეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ ერთი წინადადება დამეწერა, რომ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, საკრებულოდან მოპარვა თითქოს შევარდნაძის პერიოდში განხორციელდა.. როდესაც უარი მიიღეს, მაწამეს", - განაცხადა სულხან მოლაშვილმა.
მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეებში პატიმართა წამების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა. "იმთავითვე, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობას აღარაფერი აკლდა, მან ხალხის დაშინების მიზნით განახორციელა რამდენიმე უკანონო ქმედება, მათ შორის საძინებლებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკებით. მას შემდეგ, რაც მან და მისმა აგიტატორებმა და ხელისშემწყობებმა ძალა მოიკრიბეს - ბოკერიამ რამიშვილმა და სხვებმა, ერთად შეადგინეს დასაპატიმრებელი ხალხის სიები და როგორც 37-იანი წლების ქრონიკებში გვინახავს, ასეთი სიებით დასდევდნენ ხალხს დასაჭერად. გამორიცხულია, რომ სააკაშვილს ასეთი ფაქტების შესახებ პირადად არ სცოდნოდა, უფრო მეტიც - გიგა ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც გააჩნდა დასაჭერი ხალხის სია. სიას ადეიშვილთან ერთად განიხილავდნენ და ის გოგო-ბიჭები, კალმახელიძეები და ახალაიები ამ მზაკვრულ გეგმას პიონერებივით ასრულებდნენ", - განაცხადა სულხან მოლაშვილმა.
მან მისი პატიმრობის პერიოდში მის საკანში ევროსაბჭოს დამკვირვებლების ვიზიტიც გაიხსენა. "ევროსაბჭოს დამკვირვებლები, რომლებიც შსს-ს სარდაფში ჩემი წამების ფაქტზე შემოვიდნენ, ერთ-ერთი, ვინც მათიას იორშს ახლდა, იყო კირილოვი, როდესაც ნახა, რა პირობებში ვიყავი, გულწასული გაიყვანეს. ეს დაიწერა რეზოლუციებში და როგორ შეიძლებოდა ეს სააკაშვილს არ სცოდნოდა?!", - განაცხადა კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ

3
3667
7-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
3667
  
2018, 3 ივნისი, 21:58
მოლაშვილი უაღრესად პატიოსანი , კაცური კაცი იყო, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ აწამეს სააკაშვილის ჯალათებმა! რატომ აყენებთ მიცვალებულის სულს მძიმე შეურაცხყოფას?
2018, 3 ივნისი, 21:56
ეს ჯალათები რა უფლებით დგანან დღეს რუსთაველზე!? სადა აქვთ შუბლის ძარღვი მაგ დემონებს...ფუიიი
2012, 29 ნოემბერი, 10:17
მოლაშვიკიც კარგად გულაობდა...ყველა დასაჩერია
0 1 3