x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
თუ უპასუხებთ... 2

1. ერთ–ერთი რუსული კონოფესტივალის მისამართია http://www.8848.ru/. ყურადღება შეკითხვა: რას ეძღვნება ამ კინოფესტივალის თითოეული ფილმი?

2. ეს რიცხვი ზუსტად არის დადგენილი და უდრის 0, 57 გრადუსს ცელსიუსით. ამ ტემპერატურაზე მეცნიერები ამოწმებენ მასზე მოქმედ კოსმოსურ წნევას. არ გეკითხებით მას, დაასახელეთ რა ხდება ამ ტემპერატურაზე?

3. 2006 წელს ბარსელონას მწვრთნელმა ფრენკ რაიკაარდმა ლაიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის განაცხადში შეიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ის დაზიანებული იყო და თამაშს ვერ შესძლებდა. მწვრთნელის ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას, ავტორის მეგობარმა ახსენა ცნობილი ფრთიანი ფრაზა, ისე რომ მის ქართულ თარგმანში მხოლოდ ერთი ასო შეცვალა. დაასახელეთ ეს ფრთიანი ფრაზა.

4. 1794 წლის აპრილში შედგა დანტონისა და მისი მომხრეების სასამართლო. ერთ–ერთი ბრალდებული, რომელსაც სხვების მსგავსად სიკვდილი მიუსაჯეს იყო კამილ დემიულენი. პროცესი დაიწყო ჩვეულებრივი შეკითხვებით: რა გქვიათ? სად ცხოვრობთ? და ა.შ. შეკითხვაზე თუ რამდენი წლისა იყო კამილ დემიულენი მან უპასუხა: ჩემი ასაკი რევოლუციონერებისათვის საბედისწერო ასაკია. მე იმდენივე წლისა ვარ, რამდენისაც იყო კეთილი სანკიულოტი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პიროვნება, რომელსაც კამილ დემიულენმა კეთილი სანკიულოტი უწოდა.

5. პითაგორა იძლეოდა რჩევას, რომ ის ყოველთვის წინ უნდა დაიდგა, რათა გახსოვდეს სიმართლის შესახებ, რამეთუ ის ინარჩუნებს ყველაფერს, რასაც ეხება. მისივე აზრით ის წარმოიშობა მზისა და წმინდა ზღვის შეერთებით. რის შესახებ საუბრობდა პითაგორა?

6. მოისმინეთ ანეკდოტი: ერთხელ ადამმა სახლში მისვლა დააგვიანა. ევამ ჰკითხა: "ადამ, რატომ დაიგვიანე? სხვა ქალთან ხომ არ იყავი?" – რაზეც ადამმა უპასუხა: "ქალთან როგორ ვიქნებოდი, შენ ხომ ერთადერთი ქალი ხარ სამოთხეში!". ევამ მაინც არ დაიჯერა და რაღაც მოიმოქმედა, რის შემდეგაც მისი ეჭვები გაბათილდა. ყურადღება შეკითხვა: მითხარით რა მოიმოქმედა ევამ?

7. 1939 წელი, ევროპის ერთ–ერთი ქვეყანა. ჯარისკაცი ჯვარს იწერს უბრალო მშრომელ ქალზე. საქორწინო ცერემონიალის დასრულების შემდეგ საქორწინო სახლის თანამშრომელი ახალშეუღლებულებს ჩუქნის წიგნს. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ წიგნს?

8. 2003 წლის ზაფხულში ოლივერ სტოუნმა ფიდელ კასტროს შესახებ გადაიღო დოკუმენტური ფილმი "კომანდანტე". საათნახევრის განმავლობაში ფილმში სულ სამი ადამიანის ხმა ისმის. პირველი ფიდელ კასტროა, მეორე – თავად ოლივერ სტოუნი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მესამე პიროვნების პროფესია!

9. ბილ კლინტონმა 2004 წელს დაწერა ავტობიოგრაფია "ჩემი ცხოვრება" (My life). მისმა ენაკვიმატმა კრიტიკოსებმა კი წიგნის წაკითხვის შემდეგ აღნიშნეს, რომ ამ წიგნში ერთი რამ არის ზედმეტი. მითხარით რა არის ზედმეტი და სად?

10. ახლახანს იტალიურმა სასამართლომ ავაიკომპანია „ტუნინტერის“ კუთვნილი თვითმფრინავის კაპიტანი ჩაფიკ გარბი და პირველი პილოტი ალი კებაიერი დამნაშავედ სცნო 16 ადამიანის არაწინასწარგანზრახვით მკვლელობაში. აგრეთვე, გადარჩენილი მგზავრებისათვის მძიმე მორალური ტრამვის მიყენებაში. საქმე იმაში გახლდათ, რომ თვითმფრინავში პრობლემების აღმოჩენის მომენტში პილოტების საქციელმა მგზავრებს შორის პანიკა და არეულობა გამოიწვია. კითხვა: რა ჩაიდინეს პილოტებმა კრიტიკულ მომენტში?

11. ბრიტანელი კომიკოსი ჰენი იანგმენი ამბობდა, რომ მას სურდა გამხდარიყო ავატარი, თუმცა შემდგომში გადაიფიქრა, ვინაიდან ავათარებს არ აქვთ დღესასწაულები და შესაბამისად დასვენების დღეები. რეჟისორი ლუის ბუნუელი კი ღმერთის მადლობელი იყო იმისათვის, რომ ის ავატარია. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ჩვენ შეკვითხვაში შევცვალეთ სიტყვით ავატარი.
3
85
3-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
85
  
2014, 20 მარტი, 2:45
კიდე დადეთ რა,ძალიან საინტერესოა. :)
2012, 18 აპრილი, 12:52
2. ამ გრადუსზე იყინება სისხლი.
3. პარიზი მესად ღირს მან შეცვალა პარიზი მესიდ ღირსო
4. იესო ქრისტე
6. ნეკნები გადაუთვალა
7. მაიმ კამპი ჩემი ბრძოლა ჰიტლერის დაწერილი წიგნი
8. თარჯიმანი
9. MY LIE ასო F არის ზედმეტი
10. ლოცვა დაიწყეს.
11. ათეისტი

:))))
2012, 13 აპრილი, 13:10
1. 8848 - ევერესტის სიმაღლე, შესაბამისად ეძღვნება მთამსვლელებს ან ზოგადად მაგ პროფესიას :შ
2.დუღს წყალი?
3.ეეს კითხვა სადღაც შემხვდააა, ვეღარ გავიხსენე.....
4.რობესპიერი
5.ქვიშს საათი :პ
6.კაი კითხვაა :(((
7.ვხვდებიი საით უნდა მივმართო აზროვნება დაა გავამახვილოო ყურადღება მაგრამ წიგნი არ ვიცი...
8. კომენდანტის?
9.ზედმეტია "ჩემი"
10.დატოვეს სამართავი კაბინა, თუ რაც ქვია :დ
11.ვარსკვლავი?
0 1 3