კულტურა რისი ჩუქება არ შეიძლება იუბილარისთვის 2012, 19 ნოემბერი, 22:52 ● ჩინელებს მიაჩნიათ, რომ საათის ჩუქება, განსაკუთრებით იუბილარისთვის, არ შეიძლება. ამით მას სიცოცხლეს მოუსწრაფებთ. თუ გამოუვალ სიტუაციაში ხართ, საჩუქრის სანაცვლოდ ხურდა ფული გამოართვით. ამგვარად, თქვენ მას საათი კი არ აჩუქეთ არამედ მიჰყიდეთ.ევროპელთათვის საათის ჩუქება განშორებას მოასწავებს. ● ხალიჩის ჩუქება კარგია. არ ვარგა სავარცხლის, სათვალისა და ზარდახშის, აგრეთვე ჭრელი და წვეტიანი საგნების (დანა, ქინძისთავი) მირთმევა. უკიდურეს შემთხვევაში საჩუქრის საფასურად წვრილი ხურდა მოითხოვეთ. ● იუბილარს სასმელი იმ შემთხვევაში უნდა მიართვათ, თუ მასთან ერთად აპირებთ დალევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასმლის ჩუქება უსიამოვნებას მოასწავებს. 592 9-ს მოსწონს
|