x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
21 წლის დეპუტატის დღიური
imageორშაბათი
ორშაბათობით პლენარული სხდომები არ არის, და ამიტომ თავისუფლად შემიძლია გეპეიში ლექციაზე წავიდე. ქიმიის ლექტორი ძალიან მკაცრი ქალია და შეიძლება წლის ბოლოს გამოცდა შემტენოს. სულ არ ედარდება, რომ პარლამენტარი ვარ, სიცილით კვდება ამას რომ ვეუბნები - არ სჯერა.

სამშაბათი

დღეს საკომიტეტო განხილვას უნდა დავესწრო, ალბათ ვერ მივუსწრებ, რადგან ჩემს შეყვარებულს უნდა გავუარო და სკოლაში წავიყვანო. რაც სამსახურის მანქანა და მძღოლი მომცეს, სულ მე დამყავს. კომიტეტის თავმჯდომარე შაკოს დავუმესიჯებ, რომ უჩემოდ დაიწყონ. ჩვენს კომიტეტში შაკო ყველაზე უფროსია, ერთი კვირის წინ 23 წლის გახდა, თავმჯდომარედაც ამ პრინციპით ავირჩიეთ, შარშან უნივერსიტეტიც დაამთავრა და ლექციები ხელს აღარ უშლის.

ოთხშაბათი


მაესტროზე გადაცემაში ვარ მიწვეული. იმედია კარგი ვიზაჟისტები ყავთ, რადგან გუშინ უბანში ბიჭები ფეხბურთს უბერავდნენ, მეც ჩავერთე და თამაშის ბოლოს ნიკუშას იდაყვი მომხვდა ცხვირში, დამაფინგალა. ბებიაჩემი გადაირია, რომ დამინახა, ემოციური ქალია, ძალიან.

გადაცემაში ოპოზიციის წარმომადგენელმა ბოლომდე გამწურა, სულ ცხვირმოუხოცავი ლაწირაკი მეძახა. მაგას რას ვერჩი, წამყვანია მისაჩექმი. ასეთი დაუბალანსებლობა როგორ შეიძლება? კი, ბატონო, შედარებით ახალგაზრდა და გამოუცდელი ვარ, ამით ისარგებლა და ოპონენტად 27-28 წლის ჭარმაგი მამაკაცი დამისვა.

ხუთშაბათი

ამ პლენარულმს სხდომებმა ტვინი წაიღო, ვერ ვიტან, მღლის. ამიტომ სხდომებზე ჩემ ფრაქციელ ზუკას სამკარტა ბურას ვეთამაშები ხოლმე, ხუთკარტა ვერაფრით ვასწავლე, - ვერ ითვისებს.

სხდომის მერე, აგარაკზე ავედით ზუკასთან. მძღოლები არ გვინდოდა და დავითხოვეთ. ზუკას მამის მანქანა ვითრიეთ. ჩემი ჯგუფელი გოგოები ჩავისვით და წავედით. ლუდი გვქონდა და ნემიროვი - ერთმანეთში ავურიეთ. ჰოდა, ერთი გოგო ცუდად გაგვიხდა, გაითიშა. ხელში ატატებული შევიტანე რესპუბლიკურში, გადასხმა დაუყენეს და 3 საათში გამოვიდა. მედავებოდა კიდეც, მთვრალი გოგო არ გინახავს, საავადმყოფოში რას მომაქანებდიო.

პარასკევი

დღეს მაგარი თამაშია: ბარსა - რეალი, კლასიკო. ივენთ-ჰოლში, დიდ ეკრანზე უნდა ვუყურო ბიჭებთან ერთად. ტოტალიზატორის კუშები არ მევასა და ხელზე გავმაზე. რო წავაგო, მამაჩემი მომკლავს - დეპუტატის ხელფასი სულ თავნებში მიმდის.

შაბათი

დღეს ჩემი მეგობრები ქალაქგარეთ მიდიან, მე კიდე სამეცადინო მაქვს ორშაბათისთვის, შეტენილი გამოცდა უნდა გადავაბარო. რა ვქნა, რით დავარწმუნო ლექტორები, რო პარლამენტარი ვარ და უფრო პატივისცემით მომეპყრონ?

კვირა

წესით უნდა ვისვენებდე, მაგრამ როცა კანონმდებელი ხარ, შენთვის კვირა არ არსებობს. თავმჯდომარისგან მესიჯი მომდის, რიგგარეშე სხდომაზე მომიწევს წასვლა. ახალ კანონპროექტს ვუყრით კენჭს. დეპუტატობა რთული საქმეა, ნამდვილად.

0
23
2-ს მოსწონს
ავტორი:FLag.
FLag.
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0